საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოასვენეს - ფოტო
საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოასვენეს - ფოტო
Sputnik საქართველო
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის გადაცემისა და კურთხევის საზეიმო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
ინდოეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის გადაეცა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი, რომელიც გოაზე დანგრეული ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს.„წმინდა ქეთევან დედოფალი ქრისტიანობის, ერთგულებისა და პატრიოტიზმის მაგალითია. ამგვარად, მისი ჩამობრძანება ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ ეს ჩვენი ერის გადარენის გზაა. მან ქვეყნისა და რწმენისათვის თავგანწირვით შესანიშნავი მაგალითი მოგვცა“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე შიომ.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის გადაცემისა და კურთხევის საზეიმო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა
ინდოეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის გადაეცა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი, რომელიც გოაზე დანგრეული ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს.
„წმინდა ქეთევან დედოფალი ქრისტიანობის, ერთგულებისა და პატრიოტიზმის მაგალითია. ამგვარად, მისი ჩამობრძანება ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ ეს ჩვენი ერის გადარენის გზაა. მან ქვეყნისა და რწმენისათვის თავგანწირვით შესანიშნავი მაგალითი მოგვცა“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე შიომ.
კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. დედოფალმა მძევლობაში ცხრა წელი გაატარა, მას აიძულებდნენ შეეცვალა სარწმუნოება, თუმცა ვერ გატეხეს. ის წამებით აღესრულა
მოგვიანებით მისიონერებმა ნეშტი საქართველოში ჩამოიტანეს. 1723 წლამდე ის ალავერდის მონასტერში ინახებოდა, ხოლო მოგვიანებით დაიკარგა. ინდოეთის მთავრობამ მიიღო აგდაწყვეტილება, აღმოჩენილი ნაწილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაეცა
„ორ ქვეყანას შორის კეთილი ნების, მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა საქართვეოსთვის გადაეცა წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა