საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოასვენეს - ფოტო
23:11 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021)
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის გადაცემისა და კურთხევის საზეიმო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა
ინდოეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის გადაეცა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი, რომელიც გოაზე დანგრეული ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს.
„წმინდა ქეთევან დედოფალი ქრისტიანობის, ერთგულებისა და პატრიოტიზმის მაგალითია. ამგვარად, მისი ჩამობრძანება ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ ეს ჩვენი ერის გადარენის გზაა. მან ქვეყნისა და რწმენისათვის თავგანწირვით შესანიშნავი მაგალითი მოგვცა“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე შიომ.
© Sputnik / Alex Shlamovსამებაში მართლამადიდებლური ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი დღე აღინიშნა
სამებაში მართლამადიდებლური ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი დღე აღინიშნა
© Sputnik / Alex Shlamovტაძარში გაიმართა წმინდა ქეთევან დედოფლის ნეშტის გადაცემისა და კურთხევის საზეიმო ცერემონია
ტაძარში გაიმართა წმინდა ქეთევან დედოფლის ნეშტის გადაცემისა და კურთხევის საზეიმო ცერემონია
© Sputnik / Alex Shlamovდედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადასცა. ის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პირველ პირებთან ერთად დაესწრო
დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადასცა. ის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პირველ პირებთან ერთად დაესწრო
© Sputnik / Alex Shlamov SPUTNIKწმინდა ნაწილები გოაზე ძველი ტაძრის გათხრების დროს აღმოაჩინეს
წმინდა ნაწილები გოაზე ძველი ტაძრის გათხრების დროს აღმოაჩინეს
© Sputnik / Alex Shlamov SPUTNIKკახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. დედოფალმა მძევლობაში ცხრა წელი გაატარა, მას აიძულებდნენ შეეცვალა სარწმუნოება, თუმცა ვერ გატეხეს. ის წამებით აღესრულა
კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. დედოფალმა მძევლობაში ცხრა წელი გაატარა, მას აიძულებდნენ შეეცვალა სარწმუნოება, თუმცა ვერ გატეხეს. ის წამებით აღესრულა
© Sputnik / Alex Shlamovპორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის წამების მოწმენი გახდნენ, მისი ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის მონასტერში გადაიტანეს
პორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის წამების მოწმენი გახდნენ, მისი ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის მონასტერში გადაიტანეს
© Sputnik / Alex Shlamovმოგვიანებით მისიონერებმა ნეშტი საქართველოში ჩამოიტანეს. 1723 წლამდე ის ალავერდის მონასტერში ინახებოდა, ხოლო მოგვიანებით დაიკარგა. ინდოეთის მთავრობამ მიიღო აგდაწყვეტილება, აღმოჩენილი ნაწილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაეცა
მოგვიანებით მისიონერებმა ნეშტი საქართველოში ჩამოიტანეს. 1723 წლამდე ის ალავერდის მონასტერში ინახებოდა, ხოლო მოგვიანებით დაიკარგა. ინდოეთის მთავრობამ მიიღო აგდაწყვეტილება, აღმოჩენილი ნაწილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაეცა
© Sputnik / Alex Shlamov SPUTNIKპატრიარქის მოსაყდრე შიომ ქართველი მორწმუნეების სახელით ინდოეთის საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა
პატრიარქის მოსაყდრე შიომ ქართველი მორწმუნეების სახელით ინდოეთის საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა
© Sputnik / Alex Shlamov„დღეს ისტორიული დღის მომსწრენი ვართ. ის, რაც ძალიან გვინდოდა და წლების განმავლობაში ვცდილობდით, დღეს შესაძლებელი გახდა“, - განაცხადა შიომ
„დღეს ისტორიული დღის მომსწრენი ვართ. ის, რაც ძალიან გვინდოდა და წლების განმავლობაში ვცდილობდით, დღეს შესაძლებელი გახდა“, - განაცხადა შიომ
© Sputnik / Alex Shlamov„ორ ქვეყანას შორის კეთილი ნების, მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა საქართვეოსთვის გადაეცა წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა
„ორ ქვეყანას შორის კეთილი ნების, მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა საქართვეოსთვის გადაეცა წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა
© Sputnik / Alex Shlamovარსებული წესების თანახმად, ინდოეთი არ განიხილავს სიწმინდეების სხვა ქვეყნებისათვის გადაცემას, თუმცა საქართველოსთვის დაიშვა გამონაკლისი
არსებული წესების თანახმად, ინდოეთი არ განიხილავს სიწმინდეების სხვა ქვეყნებისათვის გადაცემას, თუმცა საქართველოსთვის დაიშვა გამონაკლისი