https://sputnik-georgia.com/20211028/transmacionaluri-danasauli-politikuri-elferit-saqartvelo-yuradrebis-centrsi-armocnda-261577816.html
ტრანსნაციონალური დანაშაული პოლიტიკური ელფერით – საქართველო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა
ტრანსნაციონალური დანაშაული პოლიტიკური ელფერით – საქართველო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
ოპოზიციურმა ტელეარხმა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულში მხილებული ქოლ-ცენტრების მფარველობაში დაადანაშაულა. 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T21:04+0400
2021-10-28T21:04+0400
2021-10-28T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261446666_0:0:3317:1865_1920x0_80_0_0_e7b62707ee8925389657dd2a2a38ea65.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. რამდენიმე ათეული მილიონი ევროს მოცულობის საერთაშორისო დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებულმა ისტორიამ, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან გარეული, ქვეყანაში უკვე პოლიტიკური ელფერი შეიძინა.ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მთელი ამ დანაშაულებრივი სქემის უკან მმართველი ძალის წარმომადგენლები დგანან.გერმანიისა და საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა საერთაშორისო დანაშაულის გახსნისა და 2015 წელს დაწყებული გამოძიების დასრულების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადეს. 27 ოქტომბერს დეტალები Eurojust-მაც გამოაქვეყნა.გამოძიებამ დაადგინა, რომ თაღლითების ჯგუფმა საქართველოდან და ისრაელიდან დააფუძნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც ონლაინ-პლატფორმების მართვით იყვნენ დაკავებული. ისინი ქმნიდნენ ცრუ რეალობას, თითქოს იღებდნენ დიდ მოგებას ფინანსურ ფასიან ქაღალდებში, აქციებში, სასაქონლო აქტივებში, ვალუტასა და კრიპტოვალუტებში დაბანდებული ინვესტიციებიდან.გამოძიების ვერსიით, თაღლითებმა ფიქტიური ონლაინ კომპანიების ბაზაზე შექმნეს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა ოპერატორებიც უკავშირდებოდნენ ევროპაში უცხოელებს და არწმუნებდნენ მათ, მონაწილეობა მიეღოთ აუქციონებში. სინამდვილეში არც ერთი ვაჭრობა არ შემდგარა და თაღლითები ფულს თავად ეუფლებოდნენ.გამოძიებამ დაადგინა, რომ თაღლითები ფულის გათეთრების მიზნით იყენებდნენ უცხოურ ბანკებში არსებულ ანგარიშებს, შემდეგ კი საკუთარ, მათ შორის საქართველოში არსებულ ანგარიშებზე რიცხავდნენ. საქართველოში ხდებოდა ამ თანხების ლეგალიზება ფიქტიურ კომპანიებში მომსახურების საფასურის გადახდის სახით.საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის შვიდი მათგანი – საქართველოში, დანარჩენები კი ისრაელში. მათგან ამოღებულია თაღლითური გზით მოპოვებული უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომობილები, ტელეფონები და ნაღდი ფული.„მთავარი არხი“ ამტკიცებს, რომ ხსენებულ ქოლ-ცენტრებს საქართველოში მფარველობდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები და ასევე პარტიის საჭიროებებისთვის მოგებიდან საკუთარ წილს იღებდნენ.ხელისუფლების რეაქციამ არ დააყოვნა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ საერთაშორისო დანაშაულში ბრალი დასდო ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს – ისრაელის მოქალაქეს, რომელიც ქართულ ოპოზიციას მფარველობს და აფინანსებს ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“.აღსანიშნავია, რომ კეზერაშვილის გვარი არ ფიგურირებს საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოების თუ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ არც ერთ განცხადებაში. თავად კეზერაშვილს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
https://sputnik-georgia.com/20210405/kriptovalutit-vachrobis-sqema-braldebulebs-patimroba-sheepardat-251376751.html
https://sputnik-georgia.com/20211021/tbilisshi-transnacionaluri-danashauli-gaxsnes-261362792.html
https://sputnik-georgia.com/20211026/frtxilad-tarlitebia-saqartvelos-bankebis-asociacia-moqalaqeebs-afrtxilebs-261513674.html
https://sputnik-georgia.com/20210930/tavdacvis-saministro-kezerashvilis-winaagmdeg-sarcheli-sheaqvs-260047776.html
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261446666_134:0:2863:2047_1920x0_80_0_0_4d6de651340fb2b1c18d647b0edf2dd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ისრაელი
ტრანსნაციონალური დანაშაული პოლიტიკური ელფერით – საქართველო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა
21:04 28.10.2021 (განახლებულია: 23:00 28.10.2021) ოპოზიციურმა ტელეარხმა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულში მხილებული ქოლ-ცენტრების მფარველობაში დაადანაშაულა.
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. რამდენიმე ათეული მილიონი ევროს მოცულობის საერთაშორისო დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებულმა ისტორიამ, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან გარეული, ქვეყანაში უკვე პოლიტიკური ელფერი შეიძინა.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მთელი ამ დანაშაულებრივი სქემის უკან მმართველი ძალის წარმომადგენლები დგანან.
გერმანიისა და საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა საერთაშორისო დანაშაულის გახსნისა და 2015 წელს დაწყებული გამოძიების დასრულების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადეს. 27 ოქტომბერს დეტალები Eurojust-მაც გამოაქვეყნა.
Eurojust-ი ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით 2002 წელს შეიქმნა. მის ამოცანას წარმოადგენს ეფექტური ბრძოლა მძიმე დანაშაულთან ევროკავშირის ფარგლებში უფრო მჭიდრო სამართლებრივი თანამშრომლობის გზით.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თაღლითების ჯგუფმა საქართველოდან და ისრაელიდან დააფუძნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც ონლაინ-პლატფორმების მართვით იყვნენ დაკავებული. ისინი ქმნიდნენ ცრუ რეალობას, თითქოს იღებდნენ დიდ მოგებას ფინანსურ ფასიან ქაღალდებში, აქციებში, სასაქონლო აქტივებში, ვალუტასა და კრიპტოვალუტებში დაბანდებული ინვესტიციებიდან.
გამოძიების ვერსიით, თაღლითებმა ფიქტიური ონლაინ კომპანიების ბაზაზე შექმნეს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა ოპერატორებიც უკავშირდებოდნენ ევროპაში უცხოელებს და არწმუნებდნენ მათ, მონაწილეობა მიეღოთ აუქციონებში. სინამდვილეში არც ერთი ვაჭრობა არ შემდგარა და თაღლითები ფულს თავად ეუფლებოდნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თაღლითები ფულის გათეთრების მიზნით იყენებდნენ უცხოურ ბანკებში არსებულ ანგარიშებს, შემდეგ კი საკუთარ, მათ შორის საქართველოში არსებულ ანგარიშებზე რიცხავდნენ. საქართველოში ხდებოდა ამ თანხების ლეგალიზება ფიქტიურ კომპანიებში მომსახურების საფასურის გადახდის სახით.
საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის შვიდი მათგანი – საქართველოში, დანარჩენები კი ისრაელში. მათგან ამოღებულია თაღლითური გზით მოპოვებული უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომობილები, ტელეფონები და ნაღდი ფული.
„მთავარი არხი“ ამტკიცებს, რომ ხსენებულ ქოლ-ცენტრებს საქართველოში მფარველობდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები და ასევე პარტიის საჭიროებებისთვის მოგებიდან საკუთარ წილს იღებდნენ.
ხელისუფლების რეაქციამ არ დააყოვნა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ საერთაშორისო დანაშაულში ბრალი დასდო ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს – ისრაელის მოქალაქეს, რომელიც ქართულ ოპოზიციას მფარველობს და აფინანსებს ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“.
30 სექტემბერი 2021, 15:35
აღსანიშნავია, რომ კეზერაშვილის გვარი არ ფიგურირებს საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოების თუ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ არც ერთ განცხადებაში. თავად კეზერაშვილს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.