ლობიო – ერთ-ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები

© Public domain / homamiპარკოსანი კულტურები
პარკოსანი კულტურები - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
ის ხორცის მცენარეული ანალოგია. შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინს, მაკრო- და მიკროელემენტებს; ლობიო უყვართ საქართველოში და მისგან მრავალ კერძს ამზადებენ, მაგრამ ბევრს არ სმენია მისი უამრავი სასარგებლო თვისების შესახებ.
ლობიო პარკოსანთა ოჯახის ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელია. არსებობს 150-ზე მეტი სახეობა, მათგან კულტურულია დაახლოებით 20 სახეობა, რომელთაგანაც სასურსათო მნიშვნელობა შვიდს აქვს. უფრო გავრცელებული სახეობებია წითელი და თეთრი ლობიო.
ლობიო პარკოსანი კულტურაა. მისი სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა.
საქართველოში ლობიო უკვე XVI საუკუნიდანაა კულტივირებული – ჯერ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში, ხოლო მოგვიანებით – აღმოსავლეთ საქართველოში. ლობიო სამარცვლე პარკოსანთა შორის ჩვენს ქვეყანაში პირველ ადგილზეა.
იუმორი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2019
სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები
ადვილად ათვისებადი ცილების რაოდენობით ლობიო თევზთან და ხორცთან დგას ახლოს. ის შეიცავს კაროტინს, უჯრედისს, მჟავებს, ვიტამინებს – В–ჯგუფის, С–ს (ასკორბინის მჟავას), Е, К–სა და РР–ს, დიდი რაოდენობით მაკრო- და მიკროელემენტებს: თუთია, რკინა, გოგირდი, ქლორი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი. ასევე მასში არის ლიზინი, არგინინი, ჰისტიდინი, თიროზინი, ტრიპტოფანი.
ყველა სახეობის 100 გრამი ლობიოს კალორიულობაა საშუალოდ 100 კკალორია.
ლობიოს სასარგებლო თვისებები
ლობიო – ხორცის მცენარეული ანალოგია. მისი მოხმარების იდეალური რაოდენობაა 3 ჭიქა კვირაში.
• დიდი რაოდენობით ცილების შემცველობის წყალობით ლობიო ორგანიზმის უჯრედების ძირითადი „სამშენებლო მასალაა“. ის კვების რაციონში უნდა ჩართონ ადამიანებმა, რომლებიც სპორტს მისდევენ, ან მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევიან. ის ძალების მოკრებაში ეხმარება და კუნთების სწორად ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.
• დიდი რაოდენობით უჯრედისი ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2018
ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ
• ლობიოს გამოყენება საკვებში არ ზრდის მკვეთრად სისხლში შაქრის დონეს, რაც ნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მცირდება. ხოლო დიაბეტით დაავადებულთათვის განსაკუთრებით კარგია მწვანე ლობიო. ლობიოს პარკში არის არგინინი, რომელიც ნივთიერებათა ცვლაზე ინსულინის მაგვარ მოქმედებას ახდენს და სისხლში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს.
• ლობიოში შემავალი მცენარეული ბოჭკოები, პოლიფენოლები, ფიტოსტერინები და საპონინები ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, ეს კი ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზის განვითარების რისკი მცირდება.
• არის მონაცემები, რომ ლობიო აბრკოლებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
• ლობიო შეიცავს ქოლინს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმლებისა და თავის ტვინის მუშაობას, ასევე მონაწილეობს მეტაბოლიზმის პროცესებში.
• ლობიოს რეგულარული მოხმარება აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, ეს კი ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას.
ბადრიჯანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2020
კენკრა თუ ბოსტნეული – უაღრესად სასარგებლო პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის
• გოგირდი ლობიოს შემადგენლობაში ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას რევმატიზმის დროს, ორგანიზმს ეხმარება, სწრაფად გაუმკლავდეს ნაწლავულ ინფექციებსა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს.
• ასკორბინის მჟავის შემცველობა ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციის მიმართ. С–ვიტამინის რაოდენობით ლობიო უკან იტოვებს ატამს, ქლიავსა და გარგარს.
• ლობიო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას აფერხებს. რაც უფრო მუქი ფერისაა ლობიოს მარცვალი, მით მეტი ანტიოქსიდანტია მასში.
ბულგარული წიწაკა – უნიკალური პროდუქტი>>
• ლობიოში არის ამინომჟავები – თიროზინი და მეტიონინი, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის და დეპრესიის თავიდან ასაცილებლად.
• ლობიო სასარგებლოა კბილებისთვის – კბილის ქვების წარმოქმნას აბრკოლებს.
• ლობიო უნდა მიიღონ ქალებმა კლიმაქსის დროს. კვერცეტინი და ანტოციანინები ჰორმონალური ფონის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
• ლობიო ზომიერი ოდენობით უნდა შედიოდეს ორსულის რაციონში. მას შეუძლია ორგანიზმის რკინის მოთხოვნილება დაფაროს, რკინის ნაკლებობა კი, როგორც ცნობილია, ანემიას იწვევს. ასევე, შარდმდენი თვისებების გამო, ამცირებს შეშუპებას.
პომიდორი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2018
pomo d’orо, ანუ ყველასთვის საყვარელი „ოქროს ვაშლის“ სასარგებლო თვისებები
• შარდმდენი თვისებების გამო ის ასევე კარგია თირკმლებში კენჭების წარმოშობის პროფილაქტიკისთვის.
• ლობიო დიეტური პროდუქტია. ის კლავს შიმშილის გრძნობას და ადამიანს სიმაძღრე დიდხანს მიჰყვება. ვეგეტარიანელები ლობიოს იღებენ, როგორც ხორცის შემცვლელს.
• ლობიო არითმიით დაავადებულების რაციონში შედის.
• ლობიო შეიცავს გოგირდსა და თუთიას, ეს კი აუცილებელია ფრჩხილების, კანისა და თმის სილამაზის შენარჩუნებისთვის.
• ლობიოს შესანიშნავი კოსმეტიკური თვისებები გააჩნია – ის აახალგაზრდავებს კანს და აქრობს ნაოჭებს. ამისთვის ლობიოს მოხარშული მარცვლები გახეხეთ და შეურიეთ მცენარეულ ცხიმსა და ლიმონის წვენს. ლიმონი შეგიძლიათ დროგამოშვებით შეცვალოთ ქაცვით ან თაფლით. კანი ხდება გლუვი და ელასტიკური, ქრება მცირე ნაოჭები და თან შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.
გენმოდიფიცირებული პროდუქტები – მითები და რეალობა>>
ლობიოს გამოყენება არ შეიძლება:
• გასტრიტის დროს მომატებული მჟავიანობით
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისას
• ქოლეცისტიტის დროს
• პოდაგრის დროს, რადგან ლობიოში შემავალმა პურინებმა შეიძლება დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.
ჯონჯოლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2019
ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები
• ხანშიშესულებმა უნდა შეზღუდონ (და არა აკრძალონ) ლობიოს მიღება, რადგან მათში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე შემცირებულია
• ფრთხილად უნდა მიიღონ ლობიო მეძუძურმა ქალებმა, რადგან ლობიო შებერილობას იწვევს არა მარტო მოზრდილებში, არამედ ბავშვებშიც
• ლობიოზე ალერგია იშვიათად გვხვდება, მაგრამ გამონაყარის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს
რჩევა: არ მიიღოთ ლობიო ნედლი სახით, რადგან ის ტოქსიკურ კომპონენტებს შეიცავს.
• ის მოხარშვის წინ აუცილებლად ჩაალბეთ ცივ წყალში, რაც არა მარტო დააჩქარებს მომზადების პროცესს, არამედ მოაშორებს ნივთიერებებს, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იწვევს. წყალი ლობიოზე ორჯერ მეტი უნდა იყოს. დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა. დატოვეთ ლობიო წყალში დაახლოებით 10 საათი. შესაძლებელია წყლის რამდენჯერმე გამოცვლა.
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ>>
• მოხარშვის წინ წყალი აუცილებლად გამოცვალეთ
• ხარშვის დროს ქვაბის თავსახურის დაფარება აუცილებელი არაა, ასევე არც მორევა. ცეცხლი დიდი არ უნდა იყოს
• მარილი ლობიოს მოხარშვის მერე დააყარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ დარბილდება
• თუ გინდათ, რომ ხარშვისას ლობიო არ დასკდეს, არ მოურიოთ და ასევე არ დაამატოთ ცივი წყალი, დაასხით ადუღებული
კამა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2016
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კამა
• აუცილებლად კარგად მოხარშეთ ლობიო, თორემ გამოიწვევს მუცლის შებერილობას და ასევე შეიძლება, მოიწამლოთ კიდეც
• მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად ხარშვისას ლობიოს დაუმატეთ მცირეოდენი პიტნა ან კამა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური