მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კამა

გამოწერა
კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აქვეითებს არტერიულ წნევას, უძველესი დროიდან გამოიყენებოდა როგორც მამაკაცთა პოტენციის ასამაღლებელი საშუალება.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ, არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. Sputnik-ი შეეცდება მოგითხროთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის საშუალებების შესახებ ხალხური მეთოდებით.

ამჯერად კამაზე ვისაუბრებთ. კამა (ლათინურად Anethum) ქოლგოსანთა ოჯახის, ძირითადად ერთწლიანი, იშვიათად ორწლიანი მცენარეა. ის ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, გამოირჩევა ძლიერი და სასიამოვნო არომატით. მდიდარია ეთერზეთებით. კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი რაოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს.

კამა მდიდარია უჯრედისით, ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, რის გამოც ხანდახან ხატოვნად „ნაწლავების ჯაგრისსაც“ კი უწოდებენ. განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ძირითადად ცომეულსა და მშრალ საკვებს იღებს – დღეში ერთი კონა კამა მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. 

კამას ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. მას აქვს ბაქტერიციდული, სპაზმოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, კარდიოტონური, სედაციური, ბრონქოლიზური, ამოსახველებელი, ნაღველმდენი, საფაღარათო, რეპარაციული თვისებები. 

კურკუმას ფესვები - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კურკუმა

კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, ის კარგია თვალებისთვის სტაფილოს წვენთან ერთად. ასევე ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, შველის უძილობის დროს, აქვეითებს არტერიულ წნევას, ქრონიკული კორონარული უკმარისობისას გულის არეში ტკივილებს აცხრობს. გამხმარი კამა ხსნის კრუნჩხვასა და კოლიკას, მუცლის ძლიერ ტკივილს. ასევე ხმელი კამის დაღეჭვა (და არა გადაყლაპვა) აცხრობს ხველასა და მოხრჩობის შეგრძნებას.

კამის წყალი ძალიან კარგია პატარებისთვის კოლიკის მოსახსნელად. კამის ეთერზეთები ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფასა და ნაწლავებიდან აირების გამოდევნაში. კამას წარმატებით იყენებენ მარილთა ჩალაგების პროფილაქტიკისთვის, დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს.

კამა კარგ შედეგს იძლევა ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ის ლაქტოგენური, ანუ რძის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედებით ხასიათდება.

კამის თესლის ნაყენი სასარგებლოა ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში. 

ამას გარდა, კამას კავკასიაში, აზიის ქვეყნებში, ეგვიპტესა და სამხრეთ ამერიკაში მამაკაცთა პოტენციის ასამაღლებელ საშუალებად იყენებდნენ. 

ყველა ახალი ამბავი
0