გენმოდიფიცირებული პროდუქტები – მითები და რეალობა

CC BY 2.0 / Olearys / Frutas e Vegetaisროგორ გამოიყურება ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული
როგორ გამოიყურება ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
გამოწერა
რა არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, რა სარგებლობა ან ზიანი მოაქვს გმო–პროდუქტებს ადამიანისთვის და რა შედეგებია მათი ზემოქმედების გამოკვლევებთან დაკავშირებით.
გმო – გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია. საკვებ პროდუქტებში მათი გამოყენების საფრთხის შესახებ რეგულარულად ქვეყნდება პუბლიკაციები, მას უძღვნიან სატელევიზიო გადაცემებს და ამის თაობაზე მუდმივად მიმდინარეობს დებატები – ერთნი ემხრობიან გმო პროდუქტებს, ხოლო მეორენი აცხადებენ, რომ ის საშიშროებას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
არსებულ ვითარებაში ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გმო–პროდუქტების გარეშე მზარდი კაცობრიობა ვერ გამოიკვებება და ის ერთადერთი რეალური პანაცეაა ასეულობით მილიონი ადამიანის შიმშილისგან გადასარჩენად. ზოგიერთი კვლევის თანახმად, გმო–ტექნოლოგიების გარეშე 2050 წლისთვის კაცობრიობისთვის ზოგიერთი კვების პროდუქტის მიღება უკვე შეუძლებელი იქნება.
შაქარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2019
ნარკოტიკზე ნებით „შემჯდარი" კაცობრიობა, ანუ რატომ მოედო პლანეტას სიმსუქნის ეპიდემია
რა არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს მათ ადამიანისთვის და რა მითები და რეალობა უკავშირდება მას.
რა არის გმო
ესაა ორგანიზმები შეცვლილი გენური აპარატით. მათ გენეტიკური კოდის ხელოვნური კორექტირებით იღებენ.

ამ მიზნით ძირითადად იყენებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, რომელთა გენები უკვე შეცვლილია საჭირო მიმართულებით. უჯრედში დანერგვით ისინი გენურ კოდს საჭირო მხარეს ცვლიან.

მცირე ისტორია

მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცოცხალი ორგანიზმის გენომი საკმაოდ არამდგრადია და ევოლუციაში გენეტიკური ინფორმაციის გაცვლის პროცესი უფრო წესია, ვიდრე გამონაკლისი. 70–იანი წლების დასწყისში ამერიკელი ბიოლოგი პოლ ბრეგი ხელოვნურად ჭრიდა და სხვა ნაწილებში ათავსებდა დნმ–ის ნაწილებს, ამგვარად ერთი ბაქტერიის გენები სხვა ბაქტერიაში გადაჰყავდა. ამით, პრინციპში, ახალ სახეობებს ქმნიდა. ბრეგმა ამ საკითხის განსახილველად ექსპერტები მოიწვია მთელი მსოფლიოდან. კონფერენციამ გადაწყვიტა, რომ არაფერი საშინელება ამით არ მოხდება; ეს ვერდიქტი დღემდე ვერ უარყვეს.

მცენარეთა გენურ ინჟინერიაში დიდი აღმოჩენა 1977 წელს დაფიქსირდა – ზოგიერთ ბაქტერიას შეუძლია თავისი დნმ გადაიტანოს სხვა მცენარის გენომში. მოგვიანებით გამოიგონეს სხვა ხერხი, რადგან ბაქტერიებს ყოველთვის საჭირო გენომი არ გადაჰქონდათ. ამისთვის სპეციალური „გენური ქვემეხიც" კი შექმნეს და თან – არაერთი.
შავფეხება ქრცვინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
წარმატებული ექსპერიმენტი: აშშ-ში კლონირებული ქრცვინი დაიბადა - ვიდეო
აზრი იმის შესახებ, რომ ამ აღმოჩენით „კარგი ფულის შოვნა“ შეიძლებოდა, პირველად ამერიკულ ტრანსნაციონალურ კომპანია „მონსანტოს" მენეჯერებს მოუვიდათ თავში. კომპანია სხვადასხვა სახის წამლებსა და სასოფლო–სამეურნეო ქიმიურ საშუალებებს ყიდდა. 1982 წელს მათ გენეტიკური ტრანსფორმაციის წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს.

გმო–პროდუქტების წარმოებამ მასშტაბური ხასიათი 1990–იან წლებში მიიღო. ბაზარზე გმო–პროდუქტები მასობრივად 1994 წლიდან გამოვიდა.

რისთვის არის საჭირო გმო ორგანიზმები

„არასაჭირო" გენების მოშორებით ან „საჭირო" გენების შეყვანით იცვლება ორგანიზმების თვისებები.

მიღებული მცენარეები იზრდებიან არასასურველ კლიმატურ პირობებში, მომთხოვნი არ არიან ნიადაგის, სინოტივის ან სინათლის მიმართ, უძლებენ სარეველებთან კონკურენციას „ადგილისთვის მზის ქვეშ", მავნე მწერების შემოსევას, აქვთ მაღალი მოსავლიანობა, კვებითი ფასეულობა, სავსეა ვიტამინებითა და შეუცვლელი ამინომჟავებით, აქვთ საუკეთესო გემო.

ცხოველები არიან პროდუქტიულები, სწრაფად იზრდებიან, არ ავადდებიან დამახასიათებელი სენით და სხვა.
პროდუქტები თაროებზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2017
დამტკიცებულია: პროდუქტები, რომლებიც კიბოს იწვევს
გმო–ს სამედიცინო დადებითი თვისებები
გარდა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებისა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება პერსპექტიულია მედიცინის განვითარებისთვის. მაგალითად:
იყენებენ დაავადების აღკვეთისთვის ვაქცინის შემუშავებისას
მოდიფიცირებული ბაქტერიები ინსულინის გამომუშავებას ეხმარება
გენოთერაპიის მეთოდების მეშვეობით უკვე იკურნება რიგი დაავადებები, ნელდება დაბერების პროცესები.
ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეები ამბობენ: ავიღოთ კარტოფილი მორიელის გენომით. ჩვენ მთელი ცხოვრება ვჭამთ კარტოფილს, ხოლო ჩინელები – მორიელს, მაგრამ არავინ შიშობს, რომ გადაიქცევა ბოსტნეულად ან ფეხსასრიან უხერხემლო ცხოველად.

დნმ, რომელიც კუჭში საკვებთან ერთად ხვდება, იშლება. ამიტომ მორიელის თვისებებით „დაჯილდოების" საშიშროება არ გვაქვს.

ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ზოგიერთი დნმ ადამიანის ორგანიზმში არ მუშავდება და ამან მომავალში შესაძლოა პრობლემები შექმნას.

ზიანის მომტან ჩამონათვალშია ასევე კანის დაავადებები, უნაყოფობა, ნერვული სისტემის დაზიანება და სხვა…
იუმორი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2019
სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები
ექსპერტები სულ უფრო ხშირად თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ გმო ზეგავლენას ახდენს დნმ-ის დაზიანებასა და ყურადღების დეფიციტის სინდრომისა და ჰიპერაქტიურობის განვითარებაზე ბავშვებში.

მიუხედავად ამისა, 2015 წლის მაისში აშშ–ში სპეციალურმა კომისიამ სამეცნიერო შრომების ანალიზისა და ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე გამოაქვეყნა მოხსენება. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გენმოდიფიცირებული კულტურები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან გამოყენების 20 წლის განმავლობაში სერიოზული გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა. არ შეცვლილა ონკოდაავადებების, აუტიზმის, სხვადასხვა ალერგიისა და სხვა დაავადებების განვითარების სიხშირე. გმო–პროდუქტების მარკირებაზე მეცნიერებმა მაინც არ თქვეს უარი, ისევე, როგორც ახალი პროდუქტების უსაფრთხოების კვლევაზე.
ზოგი ექსპერტის მოსაზრებით, პუბლიკაციები და იქ მოყვანილი კვლევები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე გმო–პროდუქტების ზიანის შესახებ მოგვითხრობს, უფრო "ფეიკს" წააგავს, ისინი არ იძლევა ავტორიტეტულ პასუხებს გმო-ს ზიანის შესახებ და მისი განხილვა მტკიცებულებების სახით არ შეიძლება.

მოძიებული მასალებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ არის დამტკიცებული გმო–პროდუქტების სრული უსაფრთხოება, ისევე, როგორც მათი მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება.

ანუ, ჯერჯერობით ამ პროდუქტების უსაფრთხოების დამტკიცება ისევე შეუძლებელია, როგორც მათი ზიანის.

შესაძლებელია, ასეთი პროდუქტების გამოყენება ადამიანებისთვის ნამდვილი ხსნა იყოს, მაგრამ შესაძლებელია პირიქითაც. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი ბაზარზე დამკვიდრებიდან სულ 23 წელი გავიდა და არ არის გამორიცხული, გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების მიღებამ თავი უფრო მოგვიანებით, მომავალ თაობებში იჩინოს.
პომიდორი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2018
pomo d’orо, ანუ ყველასთვის საყვარელი „ოქროს ვაშლის“ სასარგებლო თვისებები
საინფორმაციო სივრცეში უარყოფითად აღიქმება ყოველივე, რაც გენურ ინჟინერიასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ვრცელდება ასეთი ინფორმაცია: აშშ–ში ბიჭუნას გენომში კარტოფილის გენი აღმოაჩნდა. ეს კი იმან გამოიწვია, რომ დედამისს ორსულობისას კარტოფილი ფრი უყვარდა; ან საცოდავ ვირთხებს იმდენი აჭამეს გმო პროდუქტები, რომ რაღაც ახალი, ურჩხულისებრი წარმონაქმნები გახდნენ, მათმა ფოტოებმა კი მთელი მსოფლიო მოიარა. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამგვარად, გმო–პროდუქტების მიღება–არმიღება თავად გადაწყვიტეთ. საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, პროდუქტზე მითითებული უნდა იყოს, არის თუ არა პროდუქტი გენმოდიფიცირებული საკვები. გმო ახალი პროდუქტები ბაზარზე გასვლის წინ მოწმდება, გადის ტესტირებას, შემდეგ მარკირებას. ამიტომ ეტიკეტი დაკვირვებით უნდა წავიკითხოთ.
კოტონ-დე-ტულეარის ჯიშის ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2019
მსოფლიო დღეს
კლონირებულმა ლეკვებმა „დედის“ საფლავი მოინახულეს: მსახიობის ახირება
ცნობისათვის: ამერიკის ზოგიერთ შტატში იზღუდება გმო–პროდუქტები, მაგალითად, არკანზასში, მისურიში, ტენესიში.

ჩინელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს გმო–ბრინჯი, რომელიც იისფერია. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ბრინჯს კიბოსა და დიაბეტისგან დაცვა შეუძლია.

კანადაში, პრინც ედუარდის კუნძულებზე გმო–ორაგულის მოშენების ნებართვა გასცეს.

რამდენიმე წლის წინ ვატიკანმა საკუთარი პოზიცია გამოთქვა გმო–პროდუქტების შესახებ. რომის პაპ ფრანცისკის თხოვნით ზიარების დროს გამოყენებული პური შეიძლება გენეტიკურად შეცვლილი ორგანიზმებისგან დამზადდეს, თუმცა, ვატიკანი დასძენს, რომ ის გლუტენზე მთლიანად უარს არ ამბობს. ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ვატიკანს მას შემდეგ მოუხდა, რაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს დიეტას გლუტენის გარეშე (გლუტენი – რთული ცილა, რომელიც მარცვლეულის შემადგენლობაში შედის).
ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს, რომ პეტუნიის ნაირსახეობა Deep purple გენეტიკურად მოდიფიცირებულია და ახალ ზელანდიაში არის 2014 წლიდან, როდესაც ის ქვეყანაში თესლის სახით, შეცდომით შეიტანეს. ახალ ზელანდიაში სპეციალური უწყების ნებართვის გარეშე გმო–პროდუქტების შეტანა და წარმოება იკრძალება.
ყველა ახალი ამბავი
0