კვლევებმა აჩვენა, რომ კიბოს დაავადებების უმეტესობა შეიძლება თავიდან ავიცილოთ. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ 60-70% შემთხვევაში კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია ინფორმაციის ხელმისაწვდომობითა და ცხოვრების სტილის მარტივი შეცვლით.
გთავაზობთ ყველაზე კანცეროგენული პროდუქტების სიას, რომლებიც კიბოს განვითარების რისკს ბევრად ზრდის.
ბისფენოლი А — BPA
ბისფენოლი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც შედის მყარ პლასტმასში და გამოიყენება ლითონის ქილების ხუფების სახით. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ BPA ხელს უწყობს კიბოს, დიაბეტის განვითარებას, უშვილობასა და გაცხიმოვნებას.
თუ ეტიკეტზე მითითებულია თავისუფალი BP, დიდი ალბათობით, ლითონი შეიცავს ბისფენოლ A-ს. BPA-ს პოვნა შესაძლებელია მრავალ პლასტმასის ნივთსა და კბილის კომპოზიტებში.
შებოლილი პროდუქტები
ნიტრატები და ნიტრიტები მოქმედებს როგორც კონსერვანტები, ისინი საკვებს იცავს გაფუჭებისგან, ხორცს ლამაზ ფერს აძლევენ. სითბური დამუშავებისას ნიტრიტები და ნიტრატები გარდაიქმნება დამხმარე პროდუქტად, რომელსაც N-ნიტროზო შენაერთი ეწოდება. ეს შენაერთები კიბოს განვითარების მაღალ რისკს უკავშირდება.
მოშენებული თევზი
კვლევების თანახმად, მოშენებულ თევზში ქიმიური დაბინძურების უფრო მაღალი დონის შემცველობაა, ვიდრე ბუნებრივად გამრავლებულ თევზში.
თევზის მეურნეობებში, მათი დიდი რაოდენობის გამო, თევზი დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარეა და ეს ანტიბიოტიკების გამოყენების აუცილებლობას იწვევს. გარდა ამისა, ეს თევზები უფრო მგრძნობიარე არიან ზღვის მკბენარების მიმართ, რაც ნიშნავს, რომ მათ ასევე ამუშავებენ პესტიციდებით.
გმო პროდუქტები
სამწუხაროდ, გმო (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები) ჩვენი კვების პროდუქტებში ძალიან დიდი სისწრაფით შემოიჭრა.
სჯობს, გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიღებას თავი ავარიდოთ
პოპკორნი
პოპკორნი მოთავსებულია ტომრებში და ეს ტომრები დაფარულია პერფტოროქტანის მჟავითა (PFOA) და პერფტოროქტანის სულფონატით, რათა ზეთმა ტომრიდან არ გამოჟონოს.
გაცხელებისას ეს ქიმიური ნივთიერებები აღწევს პოპკორნში. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ის ხვდება სისხლში და აბინძურებს მას.
PFOA ხელს უწყობს ადამიანის ორგანოებში სიმსივნის განვითარებას.
დამუშავებული საკვები პროდუქტები
დამუშავებული ხორცი, როგორც წესი, დიდი რაოდენობით ნიტრიტებსა და ნიტრატებს, კონსერვანტებს შეიცავს. დიდი რაოდენობით მიღებისას მას შეუძლია პოტენციურად გაზარდოს კიბოს რისკი.
დამუშავებულ პროდუქტებში, როგორც წესი, ბევრია თეთრი ფქვილი, შაქარი, ცხიმი, საღებავები, არომატიზატორები და სხვა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები.
შაქარი
კვლევებმა აჩვენა კავშირი შაქარსა და მრავალრიცხოვან პრობლემებს შორის, მაგალითად, როგორიცაა სისხლში ცხიმის არაჯანსაღი დონე, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დაბალი დონე, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების მაღალი რისკი, ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, გაცხიმოვნება, იმუნური სისტემის დაქვეითება, ართრიტები და სხვა. კიბოს უჯრედებისთვის შაქარი ძალზე ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს.
ენერგეტიკული და გაზიანი სასმელები
მათ კვებითი ღირებულებები არ გააჩნიათ. ამ სასმელებში არის სიმინდის სიროფი, შაქარი, საღებავები, ბრომირებული ცხიმი (ანტიპირენი), ასპარტამი და სხვა ქიმიური ნივთიერებები. ისინი ორგანიზმიდან აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს "იპარავენ".
სოიოს ცილები
სოიოს მარცვლეულის 90-დან 95%-მდე გენეტიკურად მოდიფიცირებულია, რათა გაუმკლავდეს ჰერბიციდებს. სოიოს ცილა შეიცავს იზოლატებს — ანტი-საკვებ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია შეაკავოს ორგანიზმის უნარი – გადაამუშაოს და შეითვისოს საკვები ნივთიერებები.
თეთრი ფქვილი
მარცვლეულს ამუშავებენ ფუნგიციდით, შემდეგ მცენარეს პესტიციდებს ასხამენ. ამის მერე იღებენ მოსავალს და ინახავენ ინსექტიციდებით დამუშავებულ კონტეინერებში, ეს ტოქსიკურ დატვირთვას ზრდის.
შემდეგ მარცვალს ამუშავებენ მაღალ ტემპერატურაზე და ათეთრებენ ქლორის აირში.
კიბოს უჯრედები კარგად ვითარდება შაქარსა და ნებისმიერ საკვებში, რაც შაქრად გარდაიქმნება, როგორიცაა მარცვლეულის პროდუქტები, მაკარონი, პური.
აქედან გამომდინარე, კიბოს დროს შაქრის ამოღება საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს.
ვისაც სურს ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, დაბალანსებული დიეტა უნდა დაიცვას.