რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ...

CC BY-SA 2.0 / timlewisnm / ქვაბი
ქვაბი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
საკვების ხარისხი, გარდა მასში შემავალი ინგრედიენტებისა, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რაში ვამზადებთ მას.

საკვების ხარისხი, გარდა მასში შემავალი ინგრედიენტებისა, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რაში ვამზადებთ მას.

რა უნდა ვიცოდეთ უსაფრთხო ჭურჭლის შესახებ

ტაფა, რომელიც არ იწვავს, თუ ქიმიური შეტევა?

ეს ყველაზე სადავო საკითხია. მართალია, ასეთი ტაფა ბევრს უსაფრთხოდ მიაჩნია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცარიელი ტეფალის ჭურჭელი ძალიან არ უნდა გავაცხელოთ, რადგან ის ამ დროს მავნე ორთქლს გამოყოფს.

© FL/ Jessica Spenglerტეფალის ტაფა
რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ... - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ტეფალის ტაფა

ამ დროს ადამიანს გრიპის სიმპტომები უჩნდება, ხოლო შინაური ფრინველი თუ გყავთ, შესაძლოა, მოკვდეს კიდეც. თუ ასეთი ტაფის ფსკერზე ხაზები გაჩნდა, ის დაუყოვნებლივ გადააგდეთ. და, გახსოვდეთ, ტეფალის ტაფა ვარგისია 3 წელი.

პლასტმასის ჭურჭელი

საკვებისთვის განკუთვნილი პლასტმასის კონტეინერები იმდენად უნივერსალურია, რომ, შესაძლოა, არც კი დავფიქრებულვართ მის მავნე ზემოქმედებაზე. არ ღირს მათი გამოყენება მიკროტალღურ ღუმელში საკვების გასაცხელებლად.

© FL/ Montgomery Cty Division of Solid Waste Servicesპლასტმასის კონტეინერები
რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ... - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
პლასტმასის კონტეინერები

გაცხელებისას ამ კონტეინერებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები საკვებ პროდუქტში ხვდება. ასევე, პლასტმასი გარემოსაც აბინძურებს.

ძველი, მაგრამ ნაცადი

თუჯის ჭურჭელი კლასიკური, უსაფრთხო, გამოცდილი ვარიანტია. ასეთ ჭურჭელში მომზადებისას საკვები რკინის იონებით მდიდრდება და კიდევ უფრო სასარგებლო ხდება.

© FL/ Bruceძველი, ნაცადი ტაფა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო
რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ... - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ძველი, ნაცადი ტაფა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო

მომინანქრებულ ჭურჭელში მომზადებული საკვები ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. მაგრამ თუ მინანქარს ბზარი გაუჩნდა, მისი გამოყენება უმალ უნდა შეწყვიტოთ, რადგან ის მძიმე ლითონებს გამოყოფს და ამით საკვები ბინძურდება.

მინის ჭურჭელი

მინის ჭურჭლის გამოყენება შესაძლებელია გამოსაცხობად და მაცივარში შესანახად. ასევე, ის გამოდგება მიკროტალღურ ღუმელში საკვების გასაცხელებლად.

© FL/ Melissa Doroquezმინის ჭურჭელი
რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ... - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
მინის ჭურჭელი

მინის ჭურჭელი მოსახერხებელია და ტოქსიკურ ნივთიერებებს არ შეიცავს. ასევე არაა საშიში მინის ჭურჭელზე გაჩენილი ნაკაწრები.

უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი

უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი მოსახერხებელია და დიდხანს გამოიყენება. ხარისხიანი ჭურჭელი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და ჯანმრთელობას არ აზიანებს. მასში, პრაქტიკულად, ყველაფრის მომზადება შეიძლება.

© FL/ John Looუჟანგავი ფოლადის ქვაბი
რაში მოვამზადოთ საკვები უსაფრთხოდ: ტეფალი, თუჯი, მინანქარი თუ... - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
უჟანგავი ფოლადის ქვაბი

იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ სამზარეულოსთვის ოპტიმალური ჭურჭლის შეძენისას. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ მათი გარეცხვისას ასევე ნატურალური საშუალებები გამოიყენოთ.

ყველა ახალი ამბავი
0