სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგი არ არის – ადვოკატი

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
პატიმარი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა, რაც შიმშილობს.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციაზე უარს არ იტყვის, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. სამშაბათს მას ექვსი ექიმისგან შემდგარი ჯგუფი გამოიკვლევს ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმის თანდასწრებით.
„უნდა დაველოდოთ კონსილიუმის გადაწყვეტილებას და თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოფოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ამავე დროს, ადვოკატის თქმით, სააკაშვილს კონსილიუმის გადაწყვეტილების მხრივ განსაკუთრებული მოლოდინი არა აქვს.
„არ გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინი ამ ჯგუფთან დაკავშირებით, მაგრამ, ბუნებრივია, საქმიანობაში ხელს არ შევუშლით“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ამავე დროს საძაგლიშვილმა არ გამორიცხა, რომ ექს-პრეზიდენტი არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ ციხის საავადმყოფოში მოათავსონ.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტზე: სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია
სამშობლოში უკრაინიდან არალეგალურად შემოსული სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა.
საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის ფიგურანტია. ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. თავის დაპატიმრებას ის უკანონოს უწოდებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ბრალდებებს კი – გაყალბებულად.
წაიკითხეთ ასევე:
იხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს: რაზე ესაუბრა ის ყოფილ პრეზიდენტს
ორადგილიანი საკანი, ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი: რა პირობებშია სააკაშვილი ციხეში
დავით სერგეენკო ექს-პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ყველა ახალი ამბავი
0