https://sputnik-georgia.com/20211018/ra-pirobebsia-saakasvili-cixesi-260652133.html
ორადგილიანი საკანი, ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი: რა პირობებშია სააკაშვილი ციხეში
ორადგილიანი საკანი, ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი: რა პირობებშია სააკაშვილი ციხეში
Sputnik საქართველო
სააკაშვილს ვიდეოთვალით აკვირდებიან, ისევე, როგორც ყველა სხვა საკანს. 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T16:47+0400
2021-10-18T16:47+0400
2021-10-18T22:39+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_54370e0e95a1ed6d8ab3ee545a51df17.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხის ორადგილიან საკანში იმყოფება და ყველა აუცილებელი ყოფითი ნივთი აქვს, განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა.მისი თქმით, სააკაშვილს აქვს მაცივარი და ტელევიზორი. რაც შეეხება აჟიოტაჟს, თითქოს პატიმარს ლეიბი არა აქვს, ცხვარაშვილის თქმით, ლეიბი საკანში თავიდანვე იყო, მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა დამატებითი მოითხოვა.თითოეული პატიმრის საკანში არის ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, რაც პენიტენციურ დაწესებულებებში ჩვეულებრივი რამაა, აღნიშნა ცხვარაშვილმა.ვიდეოკამერები გამოსაჩენ ადგილებზეა დამონტაჟები. ეს საჭიროა პატიმრების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის, აღნიშნა ცხვარაშვილმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ერთ-ერთი თანამშრომელი ციხის ექიმთან ერთად სააკაშვილს სთავაზობს საჭმელს და უხსნიან მას, რომ შიმშილობით შეიძლება თავის ჯანმრთელობას ავნოს.მას შემდეგ, რაც პატიმარი უარს ამბობს საკვების მიღებაზე, ფორმდება სპეციალური ოქმი.სამშობლოში არალეგალურად შემოსული სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა.საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის ფიგურანტია. ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. თავის დაპატიმრებას ის უკანონოს უწოდებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ბრალდებებს კი – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211018/sergeenko-saakasvils-simsilobis-sewyvetisken-mouwodebs-260641838.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_891befb5baf8e85d9b195d820216b8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
ორადგილიანი საკანი, ტელევიზორი და დამატებითი ლეიბი: რა პირობებშია სააკაშვილი ციხეში
16:47 18.10.2021 (განახლებულია: 22:39 18.10.2021) სააკაშვილს ვიდეოთვალით აკვირდებიან, ისევე, როგორც ყველა სხვა საკანს.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხის ორადგილიან საკანში იმყოფება და ყველა აუცილებელი ყოფითი ნივთი აქვს, განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილს აქვს მაცივარი და ტელევიზორი. რაც შეეხება აჟიოტაჟს, თითქოს პატიმარს ლეიბი არა აქვს, ცხვარაშვილის თქმით, ლეიბი საკანში თავიდანვე იყო, მაგრამ ყოფილმა პრეზიდენტმა დამატებითი მოითხოვა.
„დამატებითი ლეიბი სურდა და მოგვმართა. იმ დღესვე, რამდენიმე წუთში თანამშრომლებმა მისთვის ლეიბი უზრუნველყვეს“, – განაცხადა ცხვარაშვილმა ტელეკომპანია „
იმედის“ ეთერში.
თითოეული პატიმრის საკანში არის ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, რაც პენიტენციურ დაწესებულებებში ჩვეულებრივი რამაა, აღნიშნა ცხვარაშვილმა.
ვიდეოკამერები გამოსაჩენ ადგილებზეა დამონტაჟები. ეს საჭიროა პატიმრების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის, აღნიშნა ცხვარაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ერთ-ერთი თანამშრომელი ციხის ექიმთან ერთად სააკაშვილს სთავაზობს საჭმელს და უხსნიან მას, რომ შიმშილობით შეიძლება თავის ჯანმრთელობას ავნოს.
მას შემდეგ, რაც პატიმარი უარს ამბობს საკვების მიღებაზე, ფორმდება სპეციალური ოქმი.
სამშობლოში არალეგალურად შემოსული სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა.
საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის ფიგურანტია. ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. თავის დაპატიმრებას ის უკანონოს უწოდებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ბრალდებებს კი – გაყალბებულად.