https://sputnik-georgia.com/20211018/sergeenko-saakasvils-simsilobis-sewyvetisken-mouwodebs-260641838.html
დავით სერგეენკო ექს-პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
დავით სერგეენკო ექს-პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ ექიმების კონსილიუმი იზრუნებს ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T13:21+0400
2021-10-18T13:21+0400
2021-10-18T20:12+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252377723_0:0:1916:1077_1920x0_80_0_0_6c7c998c1a559c31f669f464916d6fb6.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა და არ შეუქმნას საფრთხე თავის ჯანმრთელობას.ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს, სერგეენკომ უპასუხა, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ერთნაირად მნიშვნელოვანია.უკვე ცნობილია, რომ ექიმების კონსილიუმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს, მასთან ციხეში შესვლას სამშაბათს აპირებს.უფრო ადრე საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მომგებიანია, სააკაშვილმა ცუდად იგრძნოს თავი, რათა ხმები გაავრცელოს მისი შესაძლო გარდაცვალების შესახებ. წულუკიანის თქმით, იმის რისკი, რომ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალოს, არ არსებობს და ეს ოპოზიციის მოგონილია.სამშობლოში არალეგალურად შემოსული სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა.საქართველოში სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის ფიგურანტია. ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. თავის დაპატიმრებას ის უკანონოს უწოდებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ბრალდებებს კი – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211017/rogor-grznobs-tavs-saakasvili-simsilobis-me-17-dres-piradi-eqimis-mosazreba-260625180.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252377723_64:0:1716:1239_1920x0_80_0_0_e0871e74764c1fb2483e9b4a26be875c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პარლამენტი
დავით სერგეენკო ექს-პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
13:21 18.10.2021 (განახლებულია: 20:12 18.10.2021) პარლამენტის ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ ექიმების კონსილიუმი იზრუნებს ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა და არ შეუქმნას საფრთხე თავის ჯანმრთელობას.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდეს, სერგეენკომ უპასუხა, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ერთნაირად მნიშვნელოვანია.
„აქ მე ვერ განვასხვავებ ადამიანურად და პროფესიულად ყოფილი პრეზიდენტია, თუ ვინმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია. ნამდვილად მჯერა, რომ ექიმები, რომლებიც ჩართული არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გართულებები არ იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
უკვე ცნობილია, რომ ექიმების კონსილიუმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს, მასთან ციხეში შესვლას სამშაბათს აპირებს.
უფრო ადრე საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მომგებიანია, სააკაშვილმა ცუდად იგრძნოს თავი, რათა ხმები გაავრცელოს მისი შესაძლო გარდაცვალების შესახებ. წულუკიანის თქმით, იმის რისკი, რომ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალოს, არ არსებობს და ეს ოპოზიციის მოგონილია.
სამშობლოში არალეგალურად შემოსული სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა.
საქართველოში სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის ფიგურანტია. ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. თავის დაპატიმრებას ის უკანონოს უწოდებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ბრალდებებს კი – გაყალბებულად.