https://sputnik-georgia.com/20211019/garibashvili-saakashvilze-igi-profesionali-aperistia-260685713.html
ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტზე: სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია
ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტზე: სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია
Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მე-19 დღეა შიმშილობს. 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T16:16+0400
2021-10-19T16:16+0400
2021-10-19T20:07+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0c/249693118_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_8da49d51cd1f5887d477966a71062252.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი სიმულიანტი და პროფესიონალი აფერისტია და ვთხოვ ჩემი გუნდის წევრებს, მასთან დაკავშირებით კომენტარი აღარ გააკეთონ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვიდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და არ აპირებს მის შეწყვეტას მანამ, სანამ ციხიდან არ გამოვა.ღარიბაშვილის თქმით, ექს-პრეზიდენტი არის პატიმარი და იგი სასჯელს საქართველოში მოიხდის.„ყველას სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, ამ ქვეყნაში არავის მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, მან და მისმა გუნდმა ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერმა თანაპარტიელებს მოუწოდა, არჩევნების შემდეგ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკონ>>>გუშინ 70-ზე მეტმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლიაიენს და ევროპარლამენტის სპიკერს დავიდ–მარია სასოლის ღია წერილით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს და თავისუფალი იყოს იმ დრომდე, „სანამ მას არ მიეცემა საშუალება, წადგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე“.ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება და ყველა დამნაშავე, მათ შორის სააკაშვილი, მართლმსაჯულების წინაში წარდგება.სააკაშვილის დაკავებასააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211019/konsiliumi-gadawyvets-esawiroeba-tu-ara-saakasvils-hospitalizacia-260668909.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0c/249693118_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_ff6fb6b78662689ef9aea7ed1e0ce120.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ღარიბაშვილი ექს-პრეზიდენტზე: სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია
16:16 19.10.2021 (განახლებულია: 20:07 19.10.2021) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მე-19 დღეა შიმშილობს.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი სიმულიანტი და პროფესიონალი აფერისტია და ვთხოვ ჩემი გუნდის წევრებს, მასთან დაკავშირებით კომენტარი აღარ გააკეთონ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვიდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და არ აპირებს მის შეწყვეტას მანამ, სანამ ციხიდან არ გამოვა.
„რაც შეეხება სააკაშვილს, ეს არის მასკარადი და შეურაცხმყოფელი ქმედება მისი მხრიდან. იგი ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეცდომაში შეყვანას. სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტი კაცია, რომელიც ჯერ ვითომ შიმშილობს, მეორე მხრივ უნდა, რომ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ექს-პრეზიდენტი არის პატიმარი და იგი სასჯელს საქართველოში მოიხდის.
„ყველას სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები, ამ ქვეყნაში არავის მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, მან და მისმა გუნდმა ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გუშინ 70-ზე მეტმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლიაიენს და ევროპარლამენტის სპიკერს დავიდ–მარია სასოლის ღია წერილით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს და თავისუფალი იყოს იმ დრომდე, „სანამ მას არ მიეცემა საშუალება, წადგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე“.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება და ყველა დამნაშავე, მათ შორის სააკაშვილი, მართლმსაჯულების წინაში წარდგება.
სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.