პრემიერმა თანაპარტიელებს მოუწოდა, არჩევნების შემდეგ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკონ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ აღარ ილაპარაკონ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.
მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა.
„ჩვენი გუნდის წევრებს მინდა ვთხოვო, რომ არჩევნების შემდეგ სააკაშვილზე კომენტარები აღარ გააკეთონ“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება სიტუაციას არჩევნებამდე, სააკაშვილზე საუბარი საჭიროა იმიტომ, რათა ამომრჩეველს შევახსენით, რას წარმოადგენს ის, აღნიშნა პრემიერმა.
ის პატიმარია და თავის სასჯელს მოიხდის, განაცხადა ღარიბაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0