საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქეთა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გაეროს მიმართა

© photo: Pixabay / Mikes-Photographyწითელი ტელეფონი
წითელი ტელეფონი  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
ომბუდსმენმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა თხოვნით, შეისწავლოს და შეაფასოს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული სიტუაცია, ასევე ამავე მიზნით ეწვიოს საქართველოს.
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მასობრივი მოსმენების საკითხთან დაკავშირებით პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ასევე, საქართველოს პარლამენტს მიმართა, აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
სამღვდელოების, პოლიტიკოსების, მასმედიის წარმომადგენლების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერები ქართულმა ოპოზიციურმა ტელეარხებმა არჩევნების წინ გამოაქვეყნეს. მასმედიის ცნობით, ინფორმაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი განმარტებებისთვის თვეზე მეტია, პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაბარებას ითხოვს.
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
ზალკალიანმა დიპლომატიურ კორპუსს ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაზე ინფორმაცია მიაწოდა
ომბუდსმენის აპარატის მონაცემებით, 2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში განთავსდა უამრავი ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები. გავრცელებული მასალების უპრეცედენტო მოცულობის გათვალისწინებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა სახელმწიფო ორგანოების მიერ, სავარაუდოდ, უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული.
„2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ჯოზეფ კანატაჩის. სახალხო დამცველმა სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სავარაუდოდ უკანონო, ფართომასშტაბიანი მოსმენებისა და პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევის ფაქტებზე და თხოვა, მანდატის ფარგლებში შეისწავლოს და შეაფასოს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ამავე მიზნით ეწვიოს საქართველოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს
როგორც განცხადებაშია მითითებული, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოუწოდა - უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პლენარულ სხდომაზე მოწვევა, შესაძლო უკანონო და სისტემური მოსმენებისა და პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევის ფაქტების საკითხზე.
სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა საგამონაკლისო წესით სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა შავგულიძის თქმით, დეპუტატები აგროვებენ ხელმოწერებს, რათა პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გამოიძახონ.
„პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილი უნდა მოვიდეს და საზოგადოებას გასცეს პასუხი, რატომ მოხდა ასეთი რაოდენობის უკანონო მოსმენები, არსებობს თუ არა მათი განხორციელების კანონიერი საფუძველი და თუ არ არსებობს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 14 სექტემბერს ფარული მოსმენების საქმის გამოძიება დაიწყო „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის“ მუხლით. დანაშაული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
რაც შეეხება ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, პრემიერს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს მთავრობა მოსმენების საქმეში დაინტერესებულია სიმართლის დადგენით და ელოდება გამოძიების შედეგებს.
ყველა ახალი ამბავი
0