ზალკალიანმა დიპლომატიურ კორპუსს ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაზე ინფორმაცია მიაწოდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-სა და სხვა ქვეყნებს მიმართა
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, დადგინდეს სიმართლე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა დავით ზალკალიანმა ელჩებთან შეხვედრაზე.
დავით ზალკალიანმა ორშაბათს შეხვედრა გამართა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან.
მინისტრის თქმით, სიმართლის დასადგენად საქართველოს პროკურატურამ მყისიერად აღძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
 - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
დიპლომატების ფარული თვალთვალის სკანდალი: საგარეო უწყებამ კარლ ჰარცელს უპასუხა
დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც, მათ შორის, გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საგამოძიებო ორგანომ საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა საქართველოს მზადყოფნა, მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან.
„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობებით სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენის შესახებ“, - აღნიშნულია საქართველოში ლიეტუვას საელჩოს განცხადებაში.
დოკუმენტში მითითებულია, რომ უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან სატელეფონო საუბრების მოსმენა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის უხეში დარღვევაა და საქართველოში ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას აზიანებს.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ მოსმენებს
ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ 13 სექტემბერს გაავრცელეს. მასმედიის წარმომადგენელთა თქმით, ინფორმაციამ უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა.
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყველა ახალი ამბავი
0