საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპებით ლიდერი გახდება – სსფ-ის პროგნოზი

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანას დაეხმარება, სწრაფად გადალახოს პანდემიის ნეგატიური შედეგები და სიღარიბე, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. 2021-2026 წლებში საქართველოს რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები ექნება, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2021 წლის ოქტომბრის მიმოხილვაში.
2021-2026 წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5,2% იქნება.
საქართველოს მთავრობა 2021 წელს ვარაუდობს ეკონომიკურ ზრდას 9%-ის ფარგლებში. ანალიტიკოსების აზრით, ამას ხელს შეუწყობს ტურიზმის გახსნა და მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია.
სსფ, მთავარი ოფისი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ფინანსური სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად: სსფ საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს
ინფლაციის დონე 2021 წელს, სავარაუდოდ, 9,3%, 2022 წელს – 5,4%, ხოლო 2026 წელს 3% იქნება.
რას ფიქრობს ხელისუფლება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ სსფ-ის პროგნოზი უახლოეს წლებში ეკონომიკის ზრდის გაგრძელების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო COVID-19-ის ნეგატიურ შედეგებს უმკლავდება.
მინისტრის თქმით, ქვეყანას ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, საშუალოდ 5,8%, თითქმის 6% წელიწადში. ეს საქართველოს მიერ პანდემიის ნეგატიური შედეგებისა და სიღარიბის სწრაფად გადალახვას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
2020 წელს ეკონომიკის 6,2%-იანი ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესენია ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოთა ბრუნვის ზრდა.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველოდან 3 მილიარდამდე დოლარის ექსპორტი განხორციელდა
წლის დასაწყისიდან რვა თვეში რეალური ზრდის მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებს, სიღარიბის დონის შემცირებას, ეროვნული ვალუტის გამყარებას და საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის გაუმჯობესებას.
მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა გრძელდება
სსფ-ის ახალი პროგნოზის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა 2021 წელს 5,9%-ით, ხოლო 2022 წელს – 4,9%-ით გაიზრდება (ივლისის პროგნოზით, 2021 წლის მაჩვენებელი 0,1%-ით მეტი იყო).
2021 წლის პროგნოზის ცვლილება შემცირებისკენ ასახავს უფრო დაბალ პროგნოზს განვითარებული ქვეყნებისთვის და დაბალი შემოსავლის მქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის – უმთავრესად, პანდემიის შედეგად ვითარების გაუარესების გამო. ამის კომპენსაცია ნაწილობრივ შესაძლებელია იმ განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე, რომელთაც საბირჟო საქონელი ექსპორტით გააქვთ, და ზოგიერთი ისეთი ქვეყნის მოკლევადიანი პერსპექტივების გაუმჯობესებით, რომელთა ბაზარი ფორმირების პროცესშია. მოსალოდნელია, რომ დასაქმების ზრდა მთლიანობაში წარმოების მოცულობის აღდგენის ტემპებს ჩამორჩება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 650 მლრდ დოლარი გადაანაწილა
პროგნოზის თანახმად, 2022 წლის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 3,3%-მდე შემცირდება, განვითარებულ ქვეყნებში კი წარმოების მოცულობა გადააჭარბებს პანდემიამდე არსებულ საშუალოვადიან პროგნოზებს.
ფონდის პროგნოზის თანახმად, ჩვენი რეგიონის ქვეყნებში 2021 წელს სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება 6,5%-ით, აზერბაიჯანის – 3%-ით, რუსეთის – 4,7%-ით, თურქეთის – 9%-ით. ახალი პროგნოზის თანახმად, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა სომხეთში 4,5% იქნება, აზერბაიჯანში – 2,3%, რუსეთში – 2,9%, თურქეთში – 3.3%.
2021-2026 წლებში ეკონომიკური ზრდა იქნება სომხეთში – 4%, აზერბაიჯანში – 1,7%, რუსეთში – 1,6%, თურქეთში – 3,3%.
ყველა ახალი ამბავი
0