https://sputnik-georgia.com/20211013/turnava-saqartvelodan-3-miliardamde-dolaris-eqsporti-ganxorcielda-260509805.html
თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველოდან 3 მილიარდამდე დოლარის ექსპორტი განხორციელდა
თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველოდან 3 მილიარდამდე დოლარის ექსპორტი განხორციელდა
Sputnik საქართველო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებზე... 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T15:47+0400
2021-10-13T15:47+0400
2021-10-13T21:21+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0b/249418013_0:99:1895:1164_1920x0_80_0_0_2850ba58bab260a7f62003cd7e895cc1.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს, დილით გამოქვეყნდა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრეს-მონაცემების შესახებ კომენტარისას.ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან თითქმის 3 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ზრდამ 24% შეადგინა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12,8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.სექტემბერში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბერის ექსპორტს 22,3%-ით, 68,1 მლნ აშშ დოლარით აღემატება.სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20,1 პროცენტით გაიზარდა და 1.299,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20211009/qartuli-rvinis-eqsporti-kvlav-izrdeba-axali-statistika-260385439.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0b/249418013_105:0:1788:1262_1920x0_80_0_0_0db9a99ad85fc4ea3d8ad9a0227ff814.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველოდან 3 მილიარდამდე დოლარის ექსპორტი განხორციელდა
15:47 13.10.2021 (განახლებულია: 21:21 13.10.2021) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებზე კომენტარი გააკეთა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს, დილით გამოქვეყნდა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრეს-მონაცემების შესახებ კომენტარისას.
ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან თითქმის 3 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ზრდამ 24% შეადგინა.
„დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე, როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება – ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე სამრეწველო პროდუქტები. ასევე მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია", – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12,8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სექტემბერში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბერის ექსპორტს 22,3%-ით, 68,1 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20,1 პროცენტით გაიზარდა და 1.299,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.