https://sputnik-georgia.com/20210823/msoflio-ekonomikis-gadasarCenad-saerTaSoriso-savaluto-fondma-650-mlrd-dolari-gadaanawila-252655677.html
მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 650 მლრდ დოლარი გადაანაწილა
მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 650 მლრდ დოლარი გადაანაწილა
Sputnik საქართველო
SDR-ის გადანაწილებისას ქვეყნების წილი შეესაბამება მათ კვოტებს სსფ-ში – წილებს ფონდის კაპიტალში. მაგალითად, აშშ-ის წილი 17,4%-ია, რუსეთისა – 2,71%. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T23:02+0400
2021-08-23T23:02+0400
2023-07-20T15:44+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494190_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3a435857a38311bc99fd3718c1a2a1e0.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ორშაბათს ამოქმედდა თვის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებს შორის 650 მილიარდი დოლარის – სესხის სპეციალური უფლების (SDR) – გადანაწილების შესახებ, აღნიშნულია სსფ-ის პრეს-რელიზში.ამჟამად მიმოქცევაშია 204 მილიარდი SDR, რაც 290 მილიარდ დოლარს უდრის. SDR-ის საერთო ოდენობა კი 660 მილიარდ SDR-ს აღწევს. ბოლოს სსფ-მ SDR 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ გამოუშვა.SDR-ის გადანაწილებაში ქვეყნების წილი შეესაბამება მათ კვოტებს სსფ-ში – წილებს ფონდის კაპიტალში. მაგალითად, აშშ-ის წილი 17,4%-ია, რუსეთისა – 2,71%. წილის მიხედვით თანხა გამოითვლება ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მშპ-ს, საგადახდო ბალანსსა და საერთაშორისო რეზერვებს.სსფ-ის ფარგლებს გარეთ SDR-ით სარგებლობისთვის საჭიროა მათი კონვერტაცია. ქვეყნებს შეუძლიათ SDR-ის შეძენა და გაყიდვა, გაცვლა, უსასყიდლოდ გაცემა.როგორ შეუძლია რუსეთს თავისი წილის გამოყენებაგამოყოფილი თანხიდან 275 მილიარდი ერგოთ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის, 25 მილიარდი – დსთ-ის წევრებსა და საქართველოს. რუსეთმა მიიღო დაახლოებით 17,5 მილიარდი დოლარი.„რენესანს კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის სოფია დონეცის თქმით, არსებობს სესხის სპეციალური უფლების ფულად ქცევის რამდენიმე მეთოდი: მყარ ვალუტაზე გადაცვლა სხვა სახელმწიფოსთან ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ან სსფ-ის პირობების შესრულება და სავალუტო დაფინანსების მიღება ფონდის საკრედიტო პროგრამის მიხედვით.ექსპერტის აზრით, რუსეთს SDR-ის გამოყენების სამი ვარიანტი აქვს. საბაზო სცენარია აღნიშნული სახსრებით საერთაშორისო რეზერვის შევსება. ალტერნატიული – მონაწილეობის მიღება სსფ-ის ინიციატივაში და SDR-ის გადაცემა ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების სახით.„რუსეთს დამატებითი რეზერვები ობიექტურად არ სჭირდება, ღარიბი ქვეყნების დახმარების მრავალმხრივ პროგრამაში მონაწილეობა კი შეიძლება ხელსაყრელი იყოს საერთაშორისო თვალსაზრისით“, – განმარტა დონეცმა.მესამე სცენარია – ბელარუსის დახმარება: მოსკოვს შეუძლია მინსკს SDR-ის სანაცვლოდ მყარი ვალუტა გამოუყოს.
https://sputnik-georgia.com/20210813/erovnuli-bankis-savaluto-rezervebi-mcirdeba-252569971.html
https://sputnik-georgia.com/20210819/saerTaSOriso-savaluto-fondma-avRaneTs-daxmarebebi-SeuCera-252618035.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494190_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_1680dd9554151f1ac63cb37a951cb3c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 650 მლრდ დოლარი გადაანაწილა
23:02 23.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) SDR-ის გადანაწილებისას ქვეყნების წილი შეესაბამება მათ კვოტებს სსფ-ში – წილებს ფონდის კაპიტალში. მაგალითად, აშშ-ის წილი 17,4%-ია, რუსეთისა – 2,71%.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ორშაბათს ამოქმედდა თვის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებს შორის 650 მილიარდი დოლარის – სესხის სპეციალური უფლების (SDR) – გადანაწილების შესახებ, აღნიშნულია სსფ-ის
პრეს-რელიზში.
„ესაა ისტორიული გადაწყვეტილება – SDR-ის ყველაზე მსხვილი გადანაწილება სსფ-ის ისტორიაში და სტიმული მსოფლიო ეკონომიკისთვის უპრეცედენტო კრიზისის დროს. SDR-ის გადანაწილება ემსახურება ყველა წევრი სახელმწიფოს კეთილდღეობას, განსაკუთრებით კი დაეხმარება ჩვენს ყველაზე მოწყვლად წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ COVID-19-ით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება“, – განაცხადა სსფ-ის განმკარგავმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.
ამჟამად მიმოქცევაშია 204 მილიარდი SDR, რაც 290 მილიარდ დოლარს უდრის. SDR-ის საერთო ოდენობა კი 660 მილიარდ SDR-ს აღწევს. ბოლოს სსფ-მ SDR 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ გამოუშვა.
SDR-ის გადანაწილებაში ქვეყნების წილი შეესაბამება მათ კვოტებს სსფ-ში – წილებს ფონდის კაპიტალში. მაგალითად, აშშ-ის წილი 17,4%-ია, რუსეთისა – 2,71%. წილის მიხედვით თანხა გამოითვლება ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მშპ-ს, საგადახდო ბალანსსა და საერთაშორისო რეზერვებს.
- სესხის სპეციალური უფლება (SDR) – ესაა ფიზიკური ფორმის არმქონე საშუალება ფონდის საგადასახადო ანგარიშებისთვის. SDR-ის კურსი გამოითვლება ყოველდღიურად დოლარის, ევროს, იენის, ფუნტი-სტერლინგისა და იუანის გაცვლითი კურსების საფუძველზე.
სსფ-ის ფარგლებს გარეთ SDR-ით სარგებლობისთვის საჭიროა მათი კონვერტაცია. ქვეყნებს შეუძლიათ SDR-ის შეძენა და გაყიდვა, გაცვლა, უსასყიდლოდ გაცემა.
როგორ შეუძლია რუსეთს თავისი წილის გამოყენება
გამოყოფილი თანხიდან 275 მილიარდი ერგოთ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის, 25 მილიარდი – დსთ-ის წევრებსა და საქართველოს. რუსეთმა მიიღო დაახლოებით 17,5 მილიარდი დოლარი.
„რენესანს კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის სოფია დონეცის თქმით, არსებობს სესხის სპეციალური უფლების ფულად ქცევის რამდენიმე მეთოდი: მყარ ვალუტაზე გადაცვლა სხვა სახელმწიფოსთან ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ან სსფ-ის პირობების შესრულება და სავალუტო დაფინანსების მიღება ფონდის საკრედიტო პროგრამის მიხედვით.
ექსპერტის აზრით, რუსეთს SDR-ის გამოყენების სამი ვარიანტი აქვს. საბაზო სცენარია აღნიშნული სახსრებით საერთაშორისო რეზერვის შევსება. ალტერნატიული – მონაწილეობის მიღება სსფ-ის ინიციატივაში და SDR-ის გადაცემა ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების სახით.
„რუსეთს დამატებითი რეზერვები ობიექტურად არ სჭირდება, ღარიბი ქვეყნების დახმარების მრავალმხრივ პროგრამაში მონაწილეობა კი შეიძლება ხელსაყრელი იყოს საერთაშორისო თვალსაზრისით“, – განმარტა დონეცმა.
მესამე სცენარია – ბელარუსის დახმარება: მოსკოვს შეუძლია მინსკს SDR-ის სანაცვლოდ მყარი ვალუტა გამოუყოს.