დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ოქტომბერი

© photo: Sputnik / Stringerჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 15ოქტომბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
მრავალფეროვანი და საკმაოდ მშფოთვარე დღეა. ადამიანები ხშირად ენთუზიაზმით ეკიდებიან ახალ საქმეებს, მაგრამ არ ფიქრობენ, შეძლებენ თუ არა მათ ბოლომდე მიყვანას, ეყოფათ თუ არა ძალა გეგმების რეალიზებისთვის; არ უსმენენ რჩევებს. თუ გინდათ წარმატებების მიღწევა, ეს უნდა გაითვალისწინოთ. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა, საბედისწერო შეხვედრები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 14 ოქტომბერი>>
ვერძი: განიხილეთ თქვენი გეგმები, იდეების გაზიარება მათთანაც კი ღირს, ვინც მათ ღირსეულად ვერ შეაფასებს. მოკავშირეები და დამხმარეები შეიძლება იპოვოთ იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები დროთა განმავლობაში შეიძლება მეგობრულ კავშირში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მგზავრობისთვის, წაგადგებათ გარემოს გამოცვლა.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
კურო: სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ და არის კი ეს საჭირო? დღე უამრავ კაშკაშა ემოციას მოიტანს, გაჩნდება ბრწყინვალე ემოციები. შესაძლოა, მოულოდნელად იპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს გაშფოთებდათ. ეხმარებით სხვებს, მაგრამ საკუთარი თავიც არ დაივიწყოთ – დღეს გაქვთ შანსი, რომ დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. გეგმების განხორციელებისას იმპროვიზაცია ძალიან წაგადგებათ.
ტყუპი: დღევანდელი დღე არახელსაყრელია იმისთვის, რომ იკამათოთ და იჩხუბოთ გარშემომყოფებთან. ნუ გაცხარდებით ნებისმიერ წვრილმანზე. ენერგია მშვიდობიან კალაპოტში მიმართეთ და ასე წარმატებას მიაღწევთ. ახალს მალე ითვისებთ, ერკვევით რთულ საკითხებში. კარგი იქნება, თუ დაისვენებთ, მოწყდებით რუტინულ საქმეებს, შეიცვლით გარემოს. თუ მეგობრებმა გართობა შემოგთავაზეს, უარი არ თქვათ – შესანიშნავ დროს გაატარებთ.
კირჩხიბი: ყურადღება სასაგებლო საქმეებზე გაამახვილეთ. დღეს მათთან გამკლავება ადვილი იქნება. წარმატებას მიაღწევთ პრაქტიკულად ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ამაში დაგეხმარებათ არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ უნარი, სწრაფად გაერკვეთ სიტუაციაში. გარშემომყოფები გაოცებული დარჩებიან თქვენი გამჭრიახობით. კარგი დღეა იურიდიული და ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს.
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები
ლომი: იყავით მომთმენი გარშემომყოფების მიმართ. არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენი არ ესმის ან რატომღაც გაკრიტიკებთ. ბევრთან შეძლებთ შეთანხმებას, თუ მეგობრულად განეწყობით, აჩვენებთ, რომ მზად ხართ დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვის. თუ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გინდათ, სჯობს, ეს საღამომდე გადადოთ. კარგი დღეა ნებისმიერი სამუშაოსთვის, რომელიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
ქალწული: კარგი დღეა გეგმების დასაწყობად, წვრილმანების გასათვლელად, მათი იმ ადამიანებთან განხილვისთვის, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ. შესაძლებელია მოულოდნელი წინადადებები თანამშრომლობის შესახებ. შეიძლება მხარი დაგიჭირონ გავლენიანმა ადამიანებმა მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან სასარგებლო საქმეს სრულიად უანგაროდ აკეთებთ. შესაძლოა მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ახლობლების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.
სასწორი: დროა, საკუთარი თავი წარადგინოთ, ბევრს აინტერესებს, როგორი ადამიანი ხართ, რას აკეთებთ, რაში მიაღიწიეთ წარმატებებს. შეგიძლიათ ცრუ მოკრძალების გარეშე ილაპარაკოთ საკუთარ მიღწევებზე. ბევრი მოგაქცევთ ყურადღებას. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც დადებით ემოციებს მოგიტანთ. სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებით პრობლემების ადვილად გადაჭრით. გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2020
სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი
მორიელი: შესანიშნავი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ბევრ რამეს მიაღწევთ სწრაფად. ადვილად იპოვით მოკავშირეებს. თუ მოინდომებთ, შეძლებთ დამეგობრებას მათთან, ვინც დღეს გეხმარებათ. კარგი დღეა ძველი კავშირების აღსადგენად, ნაწყენ ადამიანთან შესარიგებლად. გაგახარებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები. ჩხუბისა და უთანხმოების მიზეზები არ გაქვთ, ერთმანეთის უსიტყვოდაც გესმით.
მშვილდოსანი: დღეს განსაკუთრებით მოსწონხართ გარშემომყოფებს და ამით სარგებლობთ კიდეც (ზოგჯერ აქვეცნობიერად). სწორედ მომხიბვლელობა დაგეხმარებათ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერაში, მოკავშირეების მოძებნაში, რომლებიც თქვენი პრობლემების მოგვარებაში ლომის წილს შეიტანენ. ამასთან, უნდა ითქვას, რომ სხვისი სიკეთით არ სარგებლობთ ბოროტად და ესეც კარგ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებზე.
თხის რქა: უნდა იჩქაროთ – დღეს გაქვთ შანსი, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ საკუთარი თავისთვისაც და ირგვლივ მყოფებისთვისაც. ამიტომ აჯობებს, თუ მოერიდებით ფუჭ საუბრებს, შეადგენს საქმეების სიას და თავს შეიქებთ თითოეული გაკეთებული საქმისთვის. ნუ იქნებით ზედმეტად მიმნდობი. მიდრეკილი ხართ, რომ სასურველი რეალობად გაასაღოთ და ამას ადამიანები გრძნობენ. იფრთხილეთ განსაკუთრებით მათთან, ვინც ოქროს მთებს გპირდებათ.
კაზინოში - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2019
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული
მერწყული: შესანიშნავი იდეების დღეა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მათზე დიდხანს ფიქრი საჭირო არაა და მალევე განხორციელება შეიძლება. თქვენი გეგმები სხვებსაც მოსწონთ და დახმარებას შემოგთავაზებენ/ ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად – აქ დამოუკიდებლადაც გაართმევთ თავს, რადგან სწორად აფასებთ ვითარებას და ილუზიებით არ იკვებებით. სახლში სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.
თევზები: წვრილმანებზე არ აღშფოთდეთ. შესაძლოა, რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც გინდათ, მაგრამ ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. ყველა პრობლემა სწრაფად გადაწყდება. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერად ჩაივლის. რაც არ უნდა გააკეთოთ ამ დროს, ყველაფერში საჭირო შედეგს მიიღებთ. ამასთან, უარს არ ეუბნებით სხვებს დახმარებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0