დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 14 ოქტომბერი

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2021 წლის14 ოქტომბერია, ხუშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დილა სახლის მოწესრიგებას დაუთმეთ, გაათავისუფლეთ კარადები, წიგნის თაროები და მაგიდის უჯრები ზედმეტი ნივთების, ძველმანებისგან. შუადღისას შეფერხებებია მოსალოდნელი კომუნიკაციებთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით. საღამოს დიდი კონტრასტი შეიქმნება თქვენს სურვილსა და მიღწეულს შორის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 13 ოქტომბერი>>
ხელსაყრელი დღეა მონოტონური სამუშაოსთვის, დალაგება-დასუფთავებისთვის, გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. არახელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებების, მოლაპარაკებების, სპორტის, ფიზიკური შრომის, ინიციატივის გამოჩენისთვის.
ვერძი: ოჯახი ნებისმიერ წამოწყებაში თქვენ გვერდით იდგება, გქონდეთ ოჯახის წევრების იმედი, რაც არ უნდა რთულ საქმეს მოჰკიდოთ ხელი. საქმიან შეთანხმებებზე ხელმოწერის დროს გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები, ყურადღებით წაიკითხეთ წვრილი შრიფტით დაბეჭდილი. თავი ხელში აიყვანეთ და უარყოფით ემოციებს არ მისცეთ გასაქანი, არ ჩაებათ კონფლიქტში. სიყვარულს რაც შეეხება, თუ არ მოგწონთ თქვენი პირადი ცხოვრება, ამაში დამნაშავეს სხვაგან ნუ დაუწყებთ ძებნას. ჯერ კარგად დაფიქრდით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2019
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: საქმეებში წარმატების მიღწევაში არა მხოლოდ თანამოაზრეების, არამედ ოჯახის თანადგომაც დაგეხმარებათ. ოჯახის წევრებს მთლიანად შეგიძლიათ ენდოთ. რაც არ უნდა დატვირთული დღე გქონდეთ, ეს რეჟიმი მაინც ვერ ამოგაგდებთ კალაპოტიდან და ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. არ დაგავიწყდეთ, რომ ორგანიზმს ენერგეტიკული კვება ესაჭიროება, ამიტომ ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნოთ. სიყვარულს რაც შეეხება, ხართ ძალზე მომხიბლავი, რაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება.
ტყუპი: არ დაანგრიოთ ის, რასაც ასე გულმოდგინებით მიაღწიეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებში. აღიჭურვეთ მოთმინებით და გამოიჩინეთ სიბრძნე, რათა სიტუაცია ხელიდან არ გაგისხლტეთ. სამსახურში არის ალბათობა იმისა, რომ რომელიმე კოლეგამ თქვენს ადგილს დაადგას თვალი და ხაფანგი დაგიგოთ. გახსოვდეთ, რომ ყველა დაავადება ნერვებისგან მოდის, ამიტომ მოერიდეთ ცხარე დისკუსიებს, ჩხუბს. მკაცრად აკონტროლეთ ემოციები. სასიყვარულო ასპარეზზე წამიერ გატაცებებს არ აჰყვეთ, არ დაივიწყოთ, რომ შეყვარებულთან არანაკლები მომენტები გელოდებათ.
კირჩხიბი: გქონდეთ ოჯახის, მეგობრებისა და ნათესავების დახმარებისა და მფარველობის იმედი. გადასაჭრელ საკითხებს შორის შეიძლება იყოს ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. სამუშაოზე არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, რომლებსაც სერიოზული ფინანსური ინვესტიცია სჭირდება. თუ ჯანმრთელობა გაწუხებთ, დღეს ძალიან კარგი დღეა იმისთვის, რომ სპეციალისტს ეწვიოთ. სიყვარულს რაც შეეხება. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან პაემნისთვის, მაგრამ ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დროა.
შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2019
ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს
ლომი: ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ახლობლებთან, რათა უკვე არსებულ კარგ დამოკიდებულებას ერთმანეთთან რამე ბზარი არ შეეპაროს - დღეს ამის რისკი ნამდვილად არსებობს, რადგან სამუშაო პრობლემები ოჯახის ინტერესებს შესამჩნევად ჩრდილავს. სამსახურში ზედმეტ სამუშაოს, ვალდებულებებს თქვენს თავზე ნუ აიღებთ, ისედაც ბევრი საქმე გაქვთ. წარმატების მიღწევა პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მხოლოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ.
ქალწული: არ არის გამორიცხული, რომ ოჯახის წევრმა სასაყვედურო თემა იპოვოს, გამოხატოს წყენა იმის გამო, რომ სულ დაკავებული ხართ, არადამაკმაყოფილებელია მატერიალური მდგომარეობა. ეცადეთ, ვითარება გამოასწოროთ და არაა საჭირო, საპასუხო მოქმედებებს მიმართოთ. სასიყვარულო სფეროში სიურპრიზი გელოდებათ - თუ წვეულების ნაცვლად, მაგალითად, ბიბლიოთეკაში ამოყავით თავი, არ გაგიკვირდეთ - დღეს მოსალოდნელია იმ ადამიანის გაცნობა, რომელიც თქვენი ყურადღების ღირსია.
სასწორი: ოჯახის კეთილდღეობაზე ოცნებას სჯობს იმოქმედოთ და ამისთვის ძალისხმევა არ დაიშუროთ. სამსახურში მთელ ყურადღება იმაზე გადაიტანეთ, რაც ნამდვილად შეგიძლიათ გააკეთოთ, ამ შემთხვევაში წარმატება არ დააყოვნებს. მიხედეთ ჯანმრთელობას და სხეულის მდგომარეობას, შეგიძლიათ სილამაზის სალონს ეწვიოთ და გახსოვდეთ, რომ სილამაზე სწორედ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. სიყვარულთან დაკავშირებით ასტროლოგები გირჩევენ, რომ წინასწარ არ იდარდოთ და იფიქროთ, რომ საყვარელ ადამიანს უნდა გაშორდეთ - თუ მოინდომებთ, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2019
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები
მორიელი: თქვენს ახლობლებს დახმარება და მხარში ამოდგომა სჭირდებათ. ნუ გააჭიანურებთ საოჯახო პრობლემების მოგვარებას, თუნდაც სამსახურში უამრავი საქმე გქონდეთ. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ და გაიგეთ, რაზე წუხან ისინი, შემდეგ კი დაეხმარეთ. სამსახურში რთული საქმეები გააკეთეთ, რუტინული კი სხვებს გადააბარეთ. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას, ეცადეთ, შეინარჩუნოთ ენერგია. თუ სასიყვარულო ურთიერთობა გაწყვიტეთ, დროა საჭირო, სანამ ახალ ურთიერთობებს დაიწყებთ.
მშვილდოსანი: ოჯახის წევრების მიმართ არასათანადოდ იქნებით განწყობილი, თავი შეიკავეთ მათ მიმართ მკვეთრი და ნაჩქარევი გამონათქვამებისგან. თქვენი თავი მართალი გგონიათ, მაგრამ შეიძლება პრობლემა სულ სხვაგან იმალებოდეს. სამსახურში თავი არ დაიზოგოთ და იმუშავეთ. პრობლემების გადასაჭრელად დიდი ენერგია დაგჭირდებათ, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ სპორტით თავი არ გადაიღალოთ. სიყვარულს რაც შეეხება, თუ თქვენი პარტნიორის გრძნობებში დარწმუნებული არ ხართ, სჯობს, მასთან შეხვედრა სხვა დროისთვის გადადოთ.
თხის რქა: გექნებათ შანსი, რომ ოჯახურ ცხოვრებაში რაღაც სიახლე შეიტანოთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობები. თუ კიდევ რამე წყენა და გაუგებრობაა თქვენ შორის, ახლა ამის გასარკვევად საუკეთესო დროა. უამრავ საქმეს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ, მაგრამ მთავარია, არ იჩქაროთ და გონივრულად იმოქმედოთ. ორგანიზმი არ გიღალატებთ, თუ გაიხსენებთ, რომ ხანდახან დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგია. იზრუნეთ პირადი ცხოვრების მოწყობაზე - თუ მოინდომებთ ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
მერწყული: თუ ოჯახში რამე უსიამოვნება ან მცირე კონფლიქტები გაქვთ, ეცადეთ, დღეს მოაგვაროთ. შესაძლოა, ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენაც არ დაგჭირდეთ და ყველაფერი თავისით მოგვარდეს. ბევრი საქმე გაქვთ და გიჭირთ პრიორიტეტების განაწილება. ცოტა ხანი შეისვენეთ და პრობლემები ახლობლებს გაუზიარეთ. ძალიან არ დაიღალოთ - თქვენი ორგანიზმი ფიზიკური დატვირთვისთვის დღეს მზად არ არის. ეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი და იმედები არ გაგიწბილდებათ სასიყვარულო სფეროშიც.
თევზები: ოჯახისთვის დღეს მარტოს მოგიწევთ შრომა. ახლობლებს არ უსაყვედუროთ იმის გამო, რომ მარტოს გიწევთ სახლის პრობლემების მოგვარება. შემდეგ, როცა თქვენი შრომის ნაყოფს ნახავენ, ოჯახის წევრები აუცილებლად ინანებენ, რომ არ მოგეხმარნენ. სამსახურში წარმატება გელოდებათ, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით. თუ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა გაღიზიანებთ, ხართ უკმაყოფილო, დიდი ალბათობით, ამაში დამნაშავე თავად ხართ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური