https://sputnik-georgia.com/20211013/otxi-mtavari-mamakacuri-kompleqsi-fsiqologis-ganmarteba-260518573.html
როგორ გავუგოთ კაცებს, ანუ ოთხი მთავარი მამაკაცური კომპლექსი: სექსოლოგი განმარტავს
როგორ გავუგოთ კაცებს, ანუ ოთხი მთავარი მამაკაცური კომპლექსი: სექსოლოგი განმარტავს
Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი და სექსოლოგი ასახელებს იმ ოთხ ძირითად კომპლექსს, რომლებსაც ბიჭებს უნებლიეთ უყალიბებენ დედები. 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T19:17+0400
2021-10-13T19:17+0400
2021-10-13T23:01+0400
ფსიქოლოგია
საზოგადოება
რჩევები მშობლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24709/39/247093946_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_57d8d9cc79512c8c1c8979d4af99b3c9.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცებს, ისევე, როგორც ქალებს, ყველა ძირითადი კომპლექსი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში უყალიბდებათ, თუმცა კაცებს უფრო მეტი ნევროზული კომპლექსი აქვთ, წერს ფსიქოლოგი და სექსოლოგი, ჟურნალ Colady-ს ექსპერტი ირინა ბარბატი.მისი თქმით, მამაკაცებში ჭარბი ნევროზული კომპლექსების არსებობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მათ დედები ზრდიან და, ნებსით თუ უნებლიეთ, ცხოვრებისადმი ქალურ დამოკიდებულებას უვითარებენ.ფსიქოლოგის თქმით, დედისა და ვაჟის ემოციური კავშირი მაშინ უნდა გაწყდეს, როდესაც ბიჭუნა დაახლოებით 3,5 წლისაა. სწორედ ამ ასაკში დგება დრო, როდესაც დედამ შვილი „მამაკაცების სამყაროში“ უნდა გაუშვას, რათა მან ნახოს და აითვისოს სწორი მამაკაცური ქცევები, მოირგოს მამაკაცის როლი.ფსიქოლოგ-სექსოლოგის თქმით, არსებობს ოთხი ძირითადი მამაკაცური კომპლექსი. ესენია:აგრესიულობის კომპლექსი — ბიჭუნებში ის 4-6 წლის ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას. როგორც წესი, ბიჭებს გარს უამრავი ქალი ახვევიათ — დედა, ბებიები, დეიდები, დედის მეგობრები, დები... და მას უჩნდება შეგრძნება, რომ ქალური სუბკულტურის ნაწილია.და იმისათვის, რომ უწინარესად საკუთარ თავს, შემდეგ კი სხვებსაც დაუმტკიცოს ბიჭობა, აგრესიის გამოვლენას იწყებს. აგრესიულობა კი არის კიდეც მამაკაცური სუბკულტურის ნიშანი. როგორც წესი, ეს არამოტივირებული აგრესიაა ქალების მიმართ.ბოლო დრომდე ამ მდგომარეობის არსი ამოცანად რჩებოდა. გარკვევით ვერავინ ხსნიდა, რატომ ხდებოდნენ უეცრად ბიჭები აგრესიულები დედისა თუ გოგონების მიმართ. ახლა მიზეზები უკვე ცნობილია და, შესაბამისად, უკვე შესაძლებელია დავეხმაროთ ბიჭს, ისწავლოს მრისხანების მართვა.ქალის მიმართ აგრესიულობის კომპლექსი ყველა მამაკაცში თვლემს. მან შეიძლება არც არასდროს გაიღვიძოს, მაგრამ ის არსებობს და გამორიცხული არ არის, იოლად იფეთქოს. მთავარია ქალმა იცოდეს, რომ ეს აგრესია მისდამი კი არ არის მიმართული, არამედ კაცობის ჩვენებას ემსახურება.მადონასა და მეძავის კომპლექსი — ყალიბდება დაახლოებით 3-5 წლის ასაკში და აქვს ყველა მამაკაცს, მაგრამ სხვადასხვაგვარად იჩენს თავს.ბიჭისთვის დედა ყველაზე ახლობელი ადამიანია, რომელიც მასზე ზრუნავს, ეფერება, მის მოთხოვნებს ასრულებს. მაგრამ იმავდროულად შეიძლება იყოს ბრაზიანიც და დასაჯოს კიდეც შვილი. ამიტომაც უჩნდებათ ბიჭებს დედისადმი და, ზოგადად, ქალებისადმი ორმაგი დამოკიდებულება: დედა, ერთი მხრივ, სითბოს წყაროა, მეორე მხრივ კი — დიდი მჩაგვრელი. ეს დამოკიდებულება ბიჭის ქვეცნობიერში იბეჭდება და ზრდასრულობაშიც მისდევს.აღნიშნული კომპლექსი მსუბუქად იმით ვლინდება, რომ მამაკაცს შეიძლება ყოველთვის ცოტა ეშინოდეს ქალისა; რთულად კი იმით, რომ მამაკაცს ერთი ქალი უყვარდება, მაგრამ ლტოლვას სხვა ქალის მიმართ გრძნობს. თანაც, როგორც წესი, სიყვარულით კარგი, კეთილი, ალერსიანი ქალი უყვარს (დედის ყველა კარგი თვისება), ვნებას კი სრულიად საპირისპირო ქალის, დიდი მჩაგვრელის მიმართ გრძნობს. სწორედ ასეთი ორმაგი დამოკიდებულება ხდება ხოლმე მამაკაცის ღალატის მიზეზი.ოტელოს სინდრომი — ეს ეჭვიანობის კომპლექსი კი არ არის, არამედ ეჭვიანობის გამოვლინებაა იმ მიზეზების გამო, რომელთა ლოგიკური ახსნა შეუძლებელია. თუ ბიჭს ბავშვობაში შთააგონებენ, რომ ყველა ქალი „მოღალატეა“, მაშინ ის ცოლზე ნებისმიერ მამაკაცთან ურთიერთობისას იეჭვიანებს. და ეჭვიანობის ეს პათოლოგიური გამოვლინება არანაირ ახსნას არ ექვემდებარება.ასეთ მამაკაცს ვერაფრით აუხსნით და გადაარწმუნებთ, რომ მისი მეორე ნახევრის ქმედებებში არაფერია ცუდი, ყოველთვის ჰგონია, რომ ცოლი პირველივე შემხვედრთან სექსისთვის არის მზად.ყველა ქალმა უნდა გააცნობიეროს, რომ მამაკაცები უკიდურესად სერიოზულად ეკიდებიან პარტნიორი ქალის სოციალურ მნიშვნელობას. ამიტომ ქალმა მკაფიო ზღვარი უნდა დაიცვას სხვასთან ფლირტსა და სრულ გულგრილობას შორის.მაჩოს კომპლექსი — ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცი ყველა გზით ცდილობს დაუმტკიცოს სამყაროს, რომ კაცია. კომპლექსი 3-5 წლის ასაკში ყალიბდება და უფროსობაშიც მიჰყვება ადამიანს.ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიჭს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული მამრობით სქესთან კუთვნილება. ეს ძირითადად მაშინ ხდება:ასეთი ბიჭები ზრდასრულ ასაკში გამუდმებით ცდილობენ, არ დაკარგონ ის მამაკაცური თვისებები, რისთვისაც ასე უყვარდათ და აფასებდნენ ბავშვობაში. ამიტომ ყველას უმტკიცებენ საკუთარ უპირატესობას სპორტული მიღწევებითა თუ დაკუნთული სხეულით, სიხისტითა თუ აგრესიული ქცევით, დომინირებით, ძალაუფლებისა თუ სიმდიდრის წყურვილით.მოკლედ, ყველა მამაკაცური კომპლექსი დედასთან ურთიერთობიდან იღებს სათავეს. და ყველა ქალის უბედურება ისაა, რომ მათ უწევთ იცხოვრონ კაცთან, რომელიც სხვა ქალმა გაზარდა.
https://sputnik-georgia.com/20170114/astridlindgrenis-sityva-dabavSvebis-cemis-akrZalvaSvedeTSi-234537556.html
https://sputnik-georgia.com/20180815/fsiqologiuri-dzaladobis-formebi-241714313.html
https://sputnik-georgia.com/20210312/Wirveuli-bavSvi-fsiqologebis-rCeva-251150444.html
https://sputnik-georgia.com/20201011/ra-unda-aswavlon-mamebma-Svilebs-249683252.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24709/39/247093946_118:0:1825:1280_1920x0_80_0_0_49139cf74e931073a6959ad81305f561.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგია , საზოგადოება, რჩევები მშობლებს
ფსიქოლოგია , საზოგადოება, რჩევები მშობლებს
როგორ გავუგოთ კაცებს, ანუ ოთხი მთავარი მამაკაცური კომპლექსი: სექსოლოგი განმარტავს
19:17 13.10.2021 (განახლებულია: 23:01 13.10.2021) ფსიქოლოგი და სექსოლოგი ასახელებს იმ ოთხ ძირითად კომპლექსს, რომლებსაც ბიჭებს უნებლიეთ უყალიბებენ დედები.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცებს, ისევე, როგორც ქალებს, ყველა ძირითადი კომპლექსი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში უყალიბდებათ, თუმცა კაცებს უფრო მეტი ნევროზული კომპლექსი აქვთ, წერს ფსიქოლოგი და სექსოლოგი, ჟურნალ
Colady-ს ექსპერტი ირინა ბარბატი.
მისი თქმით, მამაკაცებში ჭარბი ნევროზული კომპლექსების არსებობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მათ დედები ზრდიან და, ნებსით თუ უნებლიეთ, ცხოვრებისადმი ქალურ დამოკიდებულებას უვითარებენ.
ფსიქოლოგის თქმით, დედისა და ვაჟის ემოციური კავშირი მაშინ უნდა გაწყდეს, როდესაც ბიჭუნა დაახლოებით 3,5 წლისაა. სწორედ ამ ასაკში დგება დრო, როდესაც დედამ შვილი „მამაკაცების სამყაროში“ უნდა გაუშვას, რათა მან ნახოს და აითვისოს სწორი მამაკაცური ქცევები, მოირგოს მამაკაცის როლი.
„სამწუხაროდ, ბევრი დედა ამას არ აკეთებს, რითიც ბიჭს კომპლექსების ჩამოყალიბების საფუძველს უქმნის“, – წერს ბარბატი.
ფსიქოლოგ-სექსოლოგის თქმით, არსებობს ოთხი ძირითადი მამაკაცური კომპლექსი. ესენია:
აგრესიულობის კომპლექსი — ბიჭუნებში ის 4-6 წლის ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას. როგორც წესი, ბიჭებს გარს უამრავი ქალი ახვევიათ — დედა, ბებიები, დეიდები, დედის მეგობრები, დები... და მას უჩნდება შეგრძნება, რომ ქალური სუბკულტურის ნაწილია.
და იმისათვის, რომ უწინარესად საკუთარ თავს, შემდეგ კი სხვებსაც დაუმტკიცოს ბიჭობა, აგრესიის გამოვლენას იწყებს. აგრესიულობა კი არის კიდეც მამაკაცური სუბკულტურის ნიშანი. როგორც წესი, ეს არამოტივირებული აგრესიაა ქალების მიმართ.
ბოლო დრომდე ამ მდგომარეობის არსი ამოცანად რჩებოდა. გარკვევით ვერავინ ხსნიდა, რატომ ხდებოდნენ უეცრად ბიჭები აგრესიულები დედისა თუ გოგონების მიმართ. ახლა მიზეზები უკვე ცნობილია და, შესაბამისად, უკვე შესაძლებელია დავეხმაროთ ბიჭს, ისწავლოს მრისხანების მართვა.
ქალის მიმართ აგრესიულობის კომპლექსი ყველა მამაკაცში თვლემს. მან შეიძლება არც არასდროს გაიღვიძოს, მაგრამ ის არსებობს და გამორიცხული არ არის, იოლად იფეთქოს. მთავარია ქალმა იცოდეს, რომ ეს აგრესია მისდამი კი არ არის მიმართული, არამედ კაცობის ჩვენებას ემსახურება.
მადონასა და მეძავის კომპლექსი — ყალიბდება დაახლოებით 3-5 წლის ასაკში და აქვს ყველა მამაკაცს, მაგრამ სხვადასხვაგვარად იჩენს თავს.
ბიჭისთვის დედა ყველაზე ახლობელი ადამიანია, რომელიც მასზე ზრუნავს, ეფერება, მის მოთხოვნებს ასრულებს. მაგრამ იმავდროულად შეიძლება იყოს ბრაზიანიც და დასაჯოს კიდეც შვილი. ამიტომაც უჩნდებათ ბიჭებს დედისადმი და, ზოგადად, ქალებისადმი ორმაგი დამოკიდებულება: დედა, ერთი მხრივ, სითბოს წყაროა, მეორე მხრივ კი — დიდი მჩაგვრელი. ეს დამოკიდებულება ბიჭის ქვეცნობიერში იბეჭდება და ზრდასრულობაშიც მისდევს.
აღნიშნული კომპლექსი მსუბუქად იმით ვლინდება, რომ მამაკაცს შეიძლება ყოველთვის ცოტა ეშინოდეს ქალისა; რთულად კი იმით, რომ მამაკაცს ერთი ქალი უყვარდება, მაგრამ ლტოლვას სხვა ქალის მიმართ გრძნობს. თანაც, როგორც წესი, სიყვარულით კარგი, კეთილი, ალერსიანი ქალი უყვარს (დედის ყველა კარგი თვისება), ვნებას კი სრულიად საპირისპირო ქალის, დიდი მჩაგვრელის მიმართ გრძნობს. სწორედ ასეთი ორმაგი დამოკიდებულება ხდება ხოლმე მამაკაცის ღალატის მიზეზი.
ოტელოს სინდრომი — ეს ეჭვიანობის კომპლექსი კი არ არის, არამედ ეჭვიანობის გამოვლინებაა იმ მიზეზების გამო, რომელთა ლოგიკური ახსნა შეუძლებელია. თუ ბიჭს ბავშვობაში შთააგონებენ, რომ ყველა ქალი „მოღალატეა“, მაშინ ის ცოლზე ნებისმიერ მამაკაცთან ურთიერთობისას იეჭვიანებს. და ეჭვიანობის ეს პათოლოგიური გამოვლინება არანაირ ახსნას არ ექვემდებარება.
ასეთ მამაკაცს ვერაფრით აუხსნით და გადაარწმუნებთ, რომ მისი მეორე ნახევრის ქმედებებში არაფერია ცუდი, ყოველთვის ჰგონია, რომ ცოლი პირველივე შემხვედრთან სექსისთვის არის მზად.
ყველა ქალმა უნდა გააცნობიეროს, რომ მამაკაცები უკიდურესად სერიოზულად ეკიდებიან პარტნიორი ქალის სოციალურ მნიშვნელობას. ამიტომ ქალმა მკაფიო ზღვარი უნდა დაიცვას სხვასთან ფლირტსა და სრულ გულგრილობას შორის.
მაჩოს კომპლექსი — ეს არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცი ყველა გზით ცდილობს დაუმტკიცოს სამყაროს, რომ კაცია. კომპლექსი 3-5 წლის ასაკში ყალიბდება და უფროსობაშიც მიჰყვება ადამიანს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიჭს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული მამრობით სქესთან კუთვნილება. ეს ძირითადად მაშინ ხდება:
როცა მშობლებს გოგონა სურთ, მაგრამ ბიჭი იბადება. და ოჯახში, სადაც უკვე ყველაფერი გოგონას გასაზრდელადაა მომზადებული, იზრდება ბიჭი — ოღონდ გოგოს სტილში;
თუ დედა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მამაკაცურ თვისებებზე, ანუ დაფასებულია არა თავად ბავშვი, არამედ მის მიერ კაცური თვისებების გამოვლენა;
როცა დედა შვილით ინაცვლებს ქმარს (ძირითადად მარტოხელა დედების შემთხვევა). ქალი თავისი ვაჟისგან იღებს ყველაფერ იმას, რაც ქმრისგან არ ჰქონია.
ასეთი ბიჭები ზრდასრულ ასაკში გამუდმებით ცდილობენ, არ დაკარგონ ის მამაკაცური თვისებები, რისთვისაც ასე უყვარდათ და აფასებდნენ ბავშვობაში. ამიტომ ყველას უმტკიცებენ საკუთარ უპირატესობას სპორტული მიღწევებითა თუ დაკუნთული სხეულით, სიხისტითა თუ აგრესიული ქცევით, დომინირებით, ძალაუფლებისა თუ სიმდიდრის წყურვილით.
მოკლედ, ყველა მამაკაცური კომპლექსი დედასთან ურთიერთობიდან იღებს სათავეს. და ყველა ქალის უბედურება ისაა, რომ მათ უწევთ იცხოვრონ კაცთან, რომელიც სხვა ქალმა გაზარდა.