რა უნდა ასწავლოს მამამ ბიჭს: 7 კონკრეტული რჩევა ფსიქოლოგებისგან

© Pixabay / giselaatjeმამა და შვილი
მამა და შვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედა ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შვილის აღზრდაში, მაგრამ არის რამდენიმე რამ, რაც სჯობს მამა გააკეთოს. მით უმეტეს, თუ ვაჟი გეზრდებათ

მაგალითად, როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, სჯობს მამამ აუხსნას ბიჭს, რომ:

მოგებაც უნდა იცოდეს და წაგებაც

ბიჭისთვის სპორტულ შეჯიბრებებში საუკეთესო კომპანიონი და ქომაგი მამაა. ასეთ დროს ბავშვში მამაკაცური ხასიათი ყალიბდება. სწორედ შეჯიბრისას გრძნობს ბიჭი გამარჯვების გემოს და ხვდება, რამდენი რამის გაკეთებაა საჭირო მის მისაღწევად.
აი მამისთვის კი ეს საუკეთესო მომენტია შვილისთვის იმის ასახსნელად, რომ წაგება გარდაუვალია, რომ მარცხის შემთხვევაში უბრალოდ უნდა წამოდგე და მოძრაობა განაგრძო; რომ წაგებაში არაფერია სამარცხვინო!

მამა და შვილები - Sputnik საქართველო
გადამწყვეტი მნიშვნელობა: შვილის წარმატება მამის „მოცლილობაზეა“ დამოკიდებული

ქალების მიმართ სათანადო დამოკიდებულებაა საჭირო

პრინციპში, ამის თქმა დედასაც შეუძლია, მაგრამ მამას თქმის გარდა, ქალებთან დამოკიდებულების ჩვენებაც შეუძლია საკუთარ მაგალითზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ბიჭი სწორედ მამისგან მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ქალებზე და არა ინტერნეტიდან და მეგობრებისგან.
შესანიშნავია, თუ ბიჭთან ერთად წახვალთ დედიკოსთვის ყვავილების საყიდლად, ქუჩაში უცნობ ქალებს თუ მაღაზიაში გამყიდველს თავაზიანად დაელაპარაკებით, ხოლო ტრანსპორტში აუცილებლად დაუთმობთ ადგილს პატარა გოგონებსა და ასაკოვან ქალბატონებს.

სიყვარული კარგი გრძნობაა

კარგია, თუ მამა, როცა ამის დრო მოვა, ამ ყველაფრის წამლეკავ გრძნობაზე მეგობრულად დაელაპარაკება ბიჭს. ხოლო თუ პირველი სიყვარულის ლამაზ ისტორიასაც უამბობთ, საერთოდაც გადასარევი იქნება მამა-შვილს შორის კაცური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

ოჯახი - Sputnik საქართველო
რას იღებს შვილი მემკვიდრეობით დედისგან და რას - მამისგან: დამტკიცებულია მეცნიერულად

წინააღმდეგობის გაწევა აუცილებელია

მამას და მხოლოდ მამას შეუძლია სათანადოდ ასწავლოს შვილს, იყოს ძლიერი და უშიშარი, შეეძლოს თავისა და სიმართლის დაცვა. მამამ უნდა განუმარტოს ბიჭს, როდის, რა სიტუაციაში უნდა „დაიღრინოს“, რათა „თავდამსხმელი“ ახლოს არ მიუშვას, და რა ვითარებაში სჯობს პროვოკაციისთვის თავის გარიდება.
მამამ საკუთარ მაგალითზე უნდა ასწავლოს ბიჭს, რომ იყო კეთილი, არ ნიშნავს იყო სუსტი.

უნდა ჰქონდეს საკუთარი მსოფლმხედველობა

საამისოდ არაფერი განსაკუთრებულის გაკეთება არაა საჭირო. უბრალოდ პერიოდულად უნდა ელაპარაკოთ ვაჟს და მიახვედროთ, რომ სამყაროში არსებობს არა მხოლოდ დედა — სამყაროსადმი თავისი მოსაზრებებითა და მოლოდინებით, არამედ სხვა ადამიანიც, რომელსაც დედისგან განსხვავებული შეხედულებები და მიდგომები აქვს. მამამ ბიჭს უნდა გააცნობიერებინოს, რომ არაფერია იმაში ცუდი, თუ მისი და სხვა ადამიანების მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, რომ პირიქით, ეს ნორმალურია. ასე დაეხმარებით ბიჭს, ისწავლოს ანალიზი და ჩამოუყალიბდეს საკუთარი მსოფლმხედველობა.

მამა და ახალშობილი - Sputnik საქართველო
იდუმალი და საინტერესო: ექვსი რამ, რაც შვილს მამისგან გადაეცემა გენეტიკურად

არსებობს კაცური „რაღაცეები“

მაგალითად, კოცონის დანთება, ლურსმნის დაჭედება, ავტომობილის შეკეთება, თუნდაც, მწვადის შეწვა — სრულად მამაკაცური საქმეა და ეს მამისგან უნდა ისწავლოს ბიჭმა. ნუ იფიქრებთ, რომ ქალაქელ ბიჭს ცეცხლის დანთების ცოდნა არაფერში გამოადგება. გამოადგება და მერე როგორ?! აბა, წარმოიდგინეთ, როგორი საცოდავი სანახაი იქნება თქვენი ვაჟი, თუ პიკნიკზე გოგონებთან ერთად წასული, კოცონის გაღვივებას ვერ მოახერხებს.

კაცური საქმის გაცნობიერება

როგორ შეიკრას ჰალსტუხი, როგორ გაიპარსოს წვერი თუ სხვა „ოპერაციები“ ახლა თავისუფლად შეიძლება ინტერნეტიდან ისწავლოს ბიჭმა. მაგრამ გვერწმუნეთ, სჯობს ეს მამამ გააკეთოს.
და კიდევ, არ დაგავიწყდეთ, ბიჭთან ერთად მოამზადოთ რამე კერძი, რომ იცოდეს, თუ ქალი გვერდით არ ეყოლება, შიმშილით თავი არ უნდა მოიკლას.

 

ყველა ახალი ამბავი
0