ბავშვის დასჯა, ქვა თაროზე და ასტრიდ ლინდგრენის სიტყვა, რომელმაც კანონი შეცვალა

© AP Photo / Pressens Bild, Tobias Rostlundშვედი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი
შვედი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი - Sputnik საქართველო
გამოწერა

მსოფლიოს უსაყვარლესი საბავშვო მწერალი ქალი ასტრიდ ლინდგრენი მართლაც არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ. ის უშიშრად ამბობდა სათქმელს, მას უსმენდნენ და მის მოსაზრებას ითვალისწინებდნენ.

70-იან წლებში ბავშვების ფიზიკური დასჯა აღზრდის ნაწილად მიიჩნეოდა. ასტრიდ ლინდგრენს კი ღრმად სწამდა, რომ ეს პიროვნების სულიერ დამახინჯებას უწყობდა ხელს.

1978 წელს, როდესაც მას გერმანიაში პრესტიჟულ „მშვიდობის პრემიას“ გადასცემდნენ, ასტრიდ ლინდგრენმა წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მყის მთელ მსოფლიოს შემოუფრინა. მწერალმა ქალმა, თავადაც დედამ, უბრალო სიტყვებით აუხსნა ხალხს, რომ აგრესიის ფესვები, რომლებიც მარწუხებში იქცევს სამყაროს, ჩვენი ცხოვრების დასაწყისში — ბავშვობაშია გადგმული. ბავშვი, რომელიც მშობლებისგან ღებულობს ძალადობის პირველ გაკვეთილს, იჯერებს, რომ მხოლოდ ამ გზით, ძალადობით შეიძლება ყველა პრობლემი გადაჭრა.

წერილი - Sputnik საქართველო
დედის წერილი შვილს: ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და შენ გამო ყველა საქმე მივატოვო...

ქვემოთ გთავაზობთ ასტრიდ ლინდგრენის სიტყვას, რომლის შემდეგაც შვედეთში კანონმდებლობით სრულად აიკრძალა ბავშვების ფიზიკური დასჯა ოჯახებშიც და სკოლებშიც. და შვედეთი ამ მხრივ პირველი  ქვეყანა იყო.

„კაცობრიობა თავისი არსებობის დღიდან იბრძვის და ომობს. ჩვენი მსხვრევადი, მყიფე სამყარო გამუდმებით საფრთხის ქვეშაა. იქნებ დადგა დრო, ვკითხოთ საკუთარ თავს, თავად ხომ არ ვაკეთებთ ყოველდღე ისეთ რამეს, რასაც მუდმივი კონფლიქტებისკენ მივყავართ?  როგორ გავხდეთ უკეთესები და როგორ დავივიწყოთ აგრესია?

მიმაჩნია, რომ საწყისთა საწყისიდან უნდა მოვყვეთ, ანუ ბავშვებიდან! ძალიან მალე სწორედ ისინი გახდებიან ამ პლანეტის მმართველები და მათი გადასაწყვეტი იქნება, განაგრძონ აგრესია თუ სიხარულსა და მშვიდობაში იცხოვრონ.

მახსოვს, როგორ შოკში ვიყავი, როცა გავაცნობიერე: ჩვენ გვმართავენ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ ღვთაებრივი წინასწარმეტყველებისა და სიბრძნის უნარი. ისინი ჩვენნაირები არიან — თავიანთი სისუსტეებითა და ვნებებით, მაგრამ ხელთ უპყრიათ ძალაუფლება. რატომ იღებენ ეს ადამიანები ესოდენ უვარგის გადაწყვეტილებებს? ბუნებითი ბოროტების გამო ხომ არა? 

მე ასე არ მგონია. ბავშვი დაბადებისას არც კარგია და არც ცუდი. მაშ, ვინ წყვეტს, როგორი იქნება ის შემდგომში — კეთილი და გულისხმიერი თუ სასტიკი და გულქვა მარტოხელა მგელი?

ბენ ტვისტი - Sputnik საქართველო
სიტყვის ძალა — მასწავლებლის წერილი აუტისტ მოსწავლეს წარუმატებელი გამოცდების შემდეგ

ამას ჩვენ, მათი მშობლები ვაკეთებთ — ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს სიყვარული უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენივე სურვილის წინააღმდეგ, საპირისპიროს ვჩადით.

ერთხელ ერთი პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, პირველი შვილი რომ შემეძინა, ცემის სიკეთისა საერთოდ არ მეჯერა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყოო.

მაგრამ მერე, როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პრინციპებისთვის უღალატია და შვილის გემოზე გაროზგვა გადაუწყვეტია — პირველად ცხოვრებაში. ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად.

ბიჭს კარგა ხანს დაგვიანებია და როცა დაბრუნებულა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონია სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:

ბავშვი დედასთან და მამასთან ერთად - Sputnik საქართველო
სკოლის დირექტორის წერილი მკაცრ და ჯიუტ მშობლებს — ინტერნეტსივრცის მსჯელობის საგანი

„დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო“. 

და ამ დროს დედას ცხოვლად შეუგრძვნია ბავშვის თვალით აღქმული ვითარება: თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას — წკეპლით თუ ქვით.

გულშეძრულ დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ. მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოუდია, როგორც მუდმივი შეხსენება იმისა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის.

ახლა თქვენ მკითხავთ: რა გამოდის, თუკი ბავშვების დასჯას შევწყვეტთ, ჰომო საპიენსის ახალ სახეობას გამოვზრდით, ყველა ერთბაშად გაკეთილშობილდება და ომები შეწყდებაო? რა თქმა უნდა, არა. ამგვარი უტოპიისა მხოლოდ საბავშვო მწერლებს შეიძლება ეჯეროთ. სინამდვილეში ჩვენი საბრალო სამყარო უამრავ რეფორმასა და ცვლილებას მოითხოვს. მაგრამ ჩვენი შვილები უყურებენ ტელევიზორს და ხედავენ, როგორ მძლავრობს აგრესია დედამიწაზე და შესაძლოა ფიქრობენ, რომ ეს ერთადერთი გზაა ყველა პრობლემის გადასაჭრელად. და ჩვენ საკუთარ სახლებში, ახლავე შეგვიძლია დავანახოთ მათ, რომ არსებობს სხვა გზა. ეს ისაა, რაც ჩვენ მშვიდობისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ.

არცერთ ჩვენგანს არ აწყენდა ქვა სამზარეულოს თაროზე, რათა მუდამ გვახსოვდეს:

„არა ძალადობას!“

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური