სინგაპურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერილი–მიმართვა გამოაქვეყნა მშობლების გასაგონად და საყურადღებოდ. მისი მიზანი ყველაზე ჯიუტი, შეუვალი და მკაცრი მშობლების გულების გალღობა და უბრალო ჭეშმარიტებაზე მათი ჩაფიქრება იყო.
წერილმა იმდენად შეძრა მშობლები, რომ ის ყოველმა მეორემ გაიზიარა და ახლა ლამის მთელი ინტერნეტი მასზე მსჯელობს.
აი ისიც:
„ძვირფასო მშობლებო, მალე თქვენს შვილებს გამოცდები დაეწყებათ. ვიცი, რომ ყველა თქვენგანი ძალიან ნერვიულობს და განიცდის, ვინაიდან გსურთ, რომ ბავშვებმა გამოცდები კარგად ჩააბარონ.
მაგრამ, გთხოვთ, გახსოვდეთ:
მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის გამოწვლილვით ცოდნა; იქნება მეწარმე, რომლისთვისაც არც ისე მნიშვნელოვანია ისტორია და ინგლისური ლიტერატურა; მუსიკოსი, რომელსაც არასდროს გამოადგება ქიმია; სპორტსმენი, რომლისთვისაც ფიზკულტურა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკა.
ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენი შვილები კარგ ნიშნებს მიიღებენ, მაგრამ, გეთაყვა, თუ ასე არ მოხდება, გთხოვთ, ნუ ჩაკლავთ მათში თავდაჯერებულობისა და ღირსების გრძნობას.
უთხარით მათ, რომ ეს ნორმალურია, რომ ეს უბრალოდ გამოცდაა.
ისინი ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არიან მოვლენილი ამ ქვეყნად. უთხარით მათ, რომ გიყვართ და არ განსჯით, როგორი შეფასებებიც არ უნდა მიიღონ.
გთხოვთ, მოიქეცით ასე და მერე უბრალოდ თვალყური ადევნეთ, როგორ დაიპყრობენ მომავალში სამყაროს. ერთი გამოცდა თუ ცუდი ნიშანი ვერაფერს დააკლებს მათ ნიჭს და ვერ წაართმევს ოცნებას!
და, კიდევ, გთხოვთ, ნუ მიიჩნევთ დირექტორებსა თუ ინჟინრებს ყველაზე ბედნიერ ადამიანებად პლანეტაზე.
საუკეთესო სურვილებით, სკოლის დირექტორი“.