მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავღანელ ქალთა უფლებებს ისლამის ულემები გადაწყვეტენ

© AP Photo / Jose Luis Maganaავღანელი ქალები
ავღანელი ქალები - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გამოწერა
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ავღანეთის დროებითმა თალიბანურმა მთავრობამ უარი თქვა ქალთა მუშაობისა და განათლების საკითხების განხილვაზე და ეს საქმე ღვთისმეტყველებს მიანდო, იუწყება „Sputnik–ავღანეთი“ ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილის ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებაზე დაყრდნობით.
მისი თქმით, სამსახური ქალებსაც სჭირდებათ, მაგრამ ავღანეთის ისლამურმა საამირომ (თალიბების მიერ ავღანეთისთვის შერქმეული სახელწოდება - რედ.) „ეს საკითხი განსახილველად ისლამის ულემებს* გადასცა“.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
მსოფლიო დღეს
ავღანელები წიგნებსა და ნახატებს საიდუმლო ადგილებში მარხავენ
ამასთან მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ქალთა უფლებებზე უახლოეს მომავალში იმსჯელებენ, რითიც ფაქტობრივად უარყო რადიკალური დაჯგუფების მანამდელი დაპირებები, რომ ქალებს სწავლისა და მუშაობის უფლებას მისცემდნენ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა იმ დასაქმებულ ქალებს, რომელთა თანამდებობაზე ჩანაცვლებაც მამაკაცებით იყო შესაძლებელი, შინ ჯდომა უბრძანეს. ამასთან დაპირდნენ, რომ ხელფასს მაინც გადაუხდიდნენ. ავღანეთის ხელისუფლებამ სამსახურები მხოლოდ ისეთ ქალებს შეუნარჩუნა, რომლებსაც მამაკაცები ვერ შეცვლიდნენ, მაგალითად, ქალთა საზოგადოებრივი ტუალეტების თანამშრომლებს.
ქაბულის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
მსოფლიო დღეს
ავღანეთის ქალთა ორკესტრმა ქვეყანა მძინარე თალიბის გამო ვერ დატოვა
გარდა ამისა, თალიბების გადაწყვეტილებით, ავღანელ ქალებს ეკრძალებათ მამაკაცებთან ერთად მუშაობა, რაც ფაქტობრივად ართმევს მათ სამთავრობო დაწესებულებებში, ბანკებში, კომპანიების უმეტესობაში, მასმედიაში სამსახურის შესაძლებლობას. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თალიბის ვაჰიდულა ჰაშიმის თქმით, მოძრაობამ გადაწყვიტა სრულად მისდიოს შარიათისა და ისლამურ კანონებს — მიუხედავად დასავლეთის პროტესტისა.
აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს „თალიბანის“ მიერ ქაბულის უნივერსიტეტის რექტორად დანიშნულმა მუჰამად აშრაფ ღაირათმა ქალებს უნივერსიტეტში სწავლა და სწავლება აუკრძალა მანამ, სანამ ქვეყანაში „ჭეშმარიტად ისლამური წესრიგი არ დამყარდება“.
*ულემი — ისლამის აღიარებული და ავტორიტეტული მცოდნეების კრებითი სახელი.
ყველა ახალი ამბავი
0