მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავღანეთის ქალთა ორკესტრმა ქვეყანა მძინარე თალიბის გამო ვერ დატოვა

© AP Photo / Mark Andriesქაბულის აეროპორტში
ქაბულის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
გამოწერა
მუსიკოსი ქალები აეროპორტში არ შეუშვეს თალიბებმა, რადგან მათ მეთაურს ეძინა
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ავღანეთის ქალთა ორკესტრის ევაკუაცია თალიბების მძინარე მეთაურის გამო ვერ მოხერხდა, იუწყება The Wall Street Journal.
ამერიკელი სამხედროები მზად იყვნენ გაეწიათ დახმარება და ანსამბლი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეყვანათ, კოლექტივის წევრებს ამისათვის ცალკე ავტობუსიც გამოუყვეს. ქალები აეროპორტამდე მიიყვანეს, მაგრამ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ისინი თალიბებმა შეაჩერეს. მათ არ გაატარეს ავტობუსი, რადგან ამისათვის იყო საჭირო მეთაურის ნებართვა, რომელსაც იმ დროს ეძინა. თალიბებმა კი მისი გაღვიძება ვერ გაბედეს.
რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მსოფლიო დღეს
„თალიბანთან“ თანამშრომლობა აუცილებელია: ერდოღანს ლტოლვილთა ნაკადები აშინებს
შედეგად ქალთა ორკესტრი ავღანეთის ტერიტორიაზე დარჩა.
აგვისტოში ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე „თალიბანმა“ ყველა დიდი ქალაქი და სასაზღვრო გადასასვლელი დაიკავა და ოცწლიანი ომის დასრულების შესახებ განაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0