https://sputnik-georgia.com/20210909/erdorans-ltolvilta-nakadebi-asinebs-259451050.html
„თალიბანთან“ თანამშრომლობა აუცილებელია: ერდოღანს ლტოლვილთა ნაკადები აშინებს
„თალიბანთან“ თანამშრომლობა აუცილებელია: ერდოღანს ლტოლვილთა ნაკადები აშინებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანთან“ ურთიერთქმედება აუცილებელია, რათა მიგრანტების ნაკადების ზრდა არ დავუშვათ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა... 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T12:09+0400
2021-09-09T12:09+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
იტალია
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251906947_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_fdeae31857f20de71f81eb3d9c3d9573.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანთან“ ურთიერთქმედება აუცილებელია, რათა მიგრანტების ნაკადების ზრდა არ დავუშვათ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბრისას.ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.გარდა ამისა, ერდოღანმა დრაგისთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ასევე აუცილებელია, უმოკლეს ვადებში, ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციული შეთანხმებისა და საბაჟო კავშირის განახლების თაობაზე.მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ თურქეთმა, რომელიც ქვეყნიდან ლტოლვილთა ნაკადების შეტევას არ გამორიცხავს, ირანთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო. ამ დროისათვის 3 მეტრი სიმაღლის კედელი უკვე 5 კილომეტრზეა აგებული. საბოლოოდ მისმა სიგრძემ 295 კილომეტრი უნდა შეადგინოს. კედელს მავთულხლართებსა და თხრილებსაც დაამატებენ.
https://sputnik-georgia.com/20210821/turqeti-sazgvarze-kedels-ashenebs-252638171.html
იტალია
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251906947_149:0:2880:2048_1920x0_80_0_0_40a7bd1ff6552c58fdec123a89b75947.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, იტალია , თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, იტალია , თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანთან“ ურთიერთქმედება აუცილებელია, რათა მიგრანტების ნაკადების ზრდა არ დავუშვათ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბრისას.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მოძრაობა „თალიბანთან“ ურთიერთქმედება აუცილებელია, რათა ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უზრუნველყოფილი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მიგრაციული ზეწოლის გაძლიერება“, — ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
გარდა ამისა, ერდოღანმა დრაგისთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ასევე აუცილებელია, უმოკლეს ვადებში, ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციული შეთანხმებისა და საბაჟო კავშირის განახლების თაობაზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ თურქეთმა, რომელიც ქვეყნიდან ლტოლვილთა ნაკადების შეტევას არ გამორიცხავს, ირანთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო. ამ დროისათვის 3 მეტრი სიმაღლის კედელი უკვე 5 კილომეტრზეა აგებული. საბოლოოდ მისმა სიგრძემ 295 კილომეტრი უნდა შეადგინოს. კედელს მავთულხლართებსა და თხრილებსაც დაამატებენ.