https://sputnik-georgia.com/20210930/avranelebi-xelovnebis-nimusebs-malaven-260050215.html
ავღანელები წიგნებსა და ნახატებს საიდუმლო ადგილებში მარხავენ
ავღანელები წიგნებსა და ნახატებს საიდუმლო ადგილებში მარხავენ
Sputnik საქართველო
„თალიბანის“ სულიერ წინამძღოლებს ჯერ არ დაუდგენიათ – კულტურისა და ხელოვნების რა ფორმები იქნება დაშვებული „ახალ ავღანეთში“. 30.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-30T16:14+0400
2021-09-30T16:14+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252598345_0:30:3071:1757_1920x0_80_0_0_353bb788bc77fa0d1c429ad38b3d9be3.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თალიბების მხრიდან ანგარიშსწორებით დაშინებული ავღანელები მათ ხელთ არსებულ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს მალავენ, იუწყება გაზეთი Washington Post.გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მხატვარმა თავისი 15 ნამუშევარი, რომლებზეც ქალები იყვნენ გამოსახული, ჯერ კიდევ თალიბების ქაბულში შესვლიდან მესამე დღეს გადამალა. ხოლო ცნობილმა კინორეჟისორმა ქვეყნიდან გაქცევის წინ მყარი დისკი, რომელზეც მისი ოცი ფილმი ინახებოდა, საიდუმლო ადგილზე დაფლა.იმავეს ამბობს წიგნების მაღაზიის მფლობელი, რომელმაც ყველა ის წიგნი გადამალა, რომლებსაც თალიბები საზიანოდ მიიჩნევენ. მათ შორის იყო ორი ბიბლიაც, რომლებიც დარისა და პუშტუს ენებზე იყო ნათარგმნი.როგორც გამოცემა წერს, „ასე ხდება ავღანეთის დედაქალაქის კულტურული დაცემა „თალიბანის“ დაბრუნებიდან ექვსი კვირის შემდეგ“.ისიც აღინიშნება, რომ „თალიბანის“ მოლებს ჯერჯერობით არ დაუდგენიათ – კულტურისა და ხელოვნების რა ფორმები იქნება დაშვებული „ახალ ავღანეთში“. თუმცა უკვე ბევრი ხელოვანი შიშობს, რომ მალე მათ ისლამის მკაცრი წესებით უხელმძღვანელებენ, რაც ნულამდე დაიყვანს ყველა იმ მიღწევას, რასაც მათ სიტყვის, გამოხატვისა და იდეების თავისუფლების მხრივ მიაღწიეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
https://sputnik-georgia.com/20210928/avraneti-ukanaskneli-mefis-droindeli-konstituciit-isargeblebs-259957117.html
https://sputnik-georgia.com/20210920/rogor-cxovroben-avganelebi-talibanis-mmartvelobis-qvesh-video-259752639.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252598345_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_9abc8012ce3306d02460d1c54198219f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანელები წიგნებსა და ნახატებს საიდუმლო ადგილებში მარხავენ
16:14 30.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) „თალიბანის“ სულიერ წინამძღოლებს ჯერ არ დაუდგენიათ – კულტურისა და ხელოვნების რა ფორმები იქნება დაშვებული „ახალ ავღანეთში“.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თალიბების მხრიდან ანგარიშსწორებით დაშინებული ავღანელები მათ ხელთ არსებულ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს მალავენ, იუწყება გაზეთი
Washington Post. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მხატვარმა თავისი 15 ნამუშევარი, რომლებზეც ქალები იყვნენ გამოსახული, ჯერ კიდევ თალიბების ქაბულში შესვლიდან მესამე დღეს გადამალა. ხოლო ცნობილმა კინორეჟისორმა ქვეყნიდან გაქცევის წინ მყარი დისკი, რომელზეც მისი ოცი ფილმი ინახებოდა, საიდუმლო ადგილზე დაფლა.
28 სექტემბერი 2021, 12:11
იმავეს ამბობს წიგნების მაღაზიის მფლობელი, რომელმაც ყველა ის წიგნი გადამალა, რომლებსაც თალიბები საზიანოდ მიიჩნევენ. მათ შორის იყო ორი ბიბლიაც, რომლებიც დარისა და პუშტუს ენებზე იყო ნათარგმნი.
„თუ „თალიბანის“ მებრძოლები ამ წიგნებს მიაგნებენ, სასტიკად დამსჯიან“, — ამბობს ის და, სხვათა მსგავსად, უსაფრთხოების მიზნით ანონიმურობის დაცვას ითხოვს.
როგორც გამოცემა წერს, „ასე ხდება ავღანეთის დედაქალაქის კულტურული დაცემა „თალიბანის“ დაბრუნებიდან ექვსი კვირის შემდეგ“.
20 სექტემბერი 2021, 22:10
ისიც აღინიშნება, რომ „თალიბანის“ მოლებს ჯერჯერობით არ დაუდგენიათ – კულტურისა და ხელოვნების რა ფორმები იქნება დაშვებული „ახალ ავღანეთში“. თუმცა უკვე ბევრი ხელოვანი შიშობს, რომ მალე მათ ისლამის მკაცრი წესებით უხელმძღვანელებენ, რაც ნულამდე დაიყვანს ყველა იმ მიღწევას, რასაც მათ სიტყვის, გამოხატვისა და იდეების თავისუფლების მხრივ მიაღწიეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში.