https://sputnik-georgia.com/20211012/--anuga-2021--16-saertasoriso-gamofena-16-qartuli-kompania-monawileobs-260480876.html
საერთაშორისო გამოფენა Anuga 2021-ზე 16 ქართული კომპანია მონაწილეობს
საერთაშორისო გამოფენა Anuga 2021-ზე 16 ქართული კომპანია მონაწილეობს
Sputnik საქართველო
საქართველო საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან გამოფენაზე სხვადასხვა თხილეულის, ხილის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, ჩირის, ღვინის... 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T17:33+0400
2021-10-12T17:33+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
გერმანია
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/25/234022592_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_6a69829be28523bbf57be86154cfb26e.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიაში საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენა Anuga 2021-ში 16 ქართული კომპანია მონაწილეობს, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.ქართული დელეგაცია 9-13 ოქტომბერს Anuga 2021-ზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით The USAID Agriculture Program-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მზაობა ვაჭრობისთვის” მხარდაჭერით არის წარმოდგენილი.გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში იმართება, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 165.000 ვიზიტორი და 7.400-მდე პროდუქციის მწარმოებელი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანია ბიზნეს-კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.აღსანიშნავია, რომ გამოფენა Anuga 2021-ზე საქართველო პირველად არის წარმოდგენილი ახალი სტენდის დიზაინით, რომელიც USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა რამდენიმე კომპაანიისათვის გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების თანადაფინანსება და საქართველოს სტენდის სარეკლამო ბანერების დამზადება, რომელშიც ასევე ჩართული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „მზაობა ვაჭრობისთვის“.ქართული დელეგაცია გამოფენაზე სხვადასხვა თხილეულის, ხილის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის), ღვინის/ცქრიალა ღვინის და ჩაის პროდუქტებით არის წარმოდგენილი.ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მოცემულ გამოფენაში წელს მეოთხედ იღებს მონაწილეობას.სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
https://sputnik-georgia.com/20210903/programa-awarmoe-saqartvelosi-fartovdeba-rogor-daexmareba-saxelmwifo-bizness-259272125.html
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/25/234022592_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_c9f3e56e14274c606d0e18eb31233e11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, გერმანია , აწარმოე საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, გერმანია , აწარმოე საქართველოში
საერთაშორისო გამოფენა Anuga 2021-ზე 16 ქართული კომპანია მონაწილეობს
17:33 12.10.2021 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) საქართველო საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან გამოფენაზე სხვადასხვა თხილეულის, ხილის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, ჩირის, ღვინის და ჩაის პროდუქტებით არის წარმოდგენილი.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიაში საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენა Anuga 2021-ში 16 ქართული კომპანია მონაწილეობს,
იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
ქართული დელეგაცია 9-13 ოქტომბერს Anuga 2021-ზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით The USAID Agriculture Program-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მზაობა ვაჭრობისთვის” მხარდაჭერით არის წარმოდგენილი.
გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში იმართება, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 165.000 ვიზიტორი და 7.400-მდე პროდუქციის მწარმოებელი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანია ბიზნეს-კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა Anuga 2021-ზე საქართველო პირველად არის წარმოდგენილი ახალი სტენდის დიზაინით, რომელიც USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა რამდენიმე კომპაანიისათვის გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების თანადაფინანსება და საქართველოს სტენდის სარეკლამო ბანერების დამზადება, რომელშიც ასევე ჩართული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „მზაობა ვაჭრობისთვის“.
ქართული დელეგაცია გამოფენაზე სხვადასხვა თხილეულის, ხილის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის), ღვინის/ცქრიალა ღვინის და ჩაის პროდუქტებით არის წარმოდგენილი.
ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მოცემულ გამოფენაში წელს მეოთხედ იღებს მონაწილეობას.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.