პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფართოვდება: როგორ დაეხმარება სახელმწიფო ბიზნესს

© photo: Sputnikნახევარფაბრიკატების საწარმო
ნახევარფაბრიკატების საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
ახალი ინიციატივის თანახმად, სახელმწიფოსგან საწარმოები მიიღებენ საგრანტო თანადაფინანსებას ინვესტიციების 15%-ის მოცულობით.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. 2021-2022 წლებში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროექტებით სარგებლობას 1300 მეწარმე შეძლებს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. პროგრამა ფართოვდება და მას დაემატა 4 ახალი კომპონენტი, რომლით სარგებლობა ბენეფიციარებს 1 სექტემბრიდან შეუძლიათ.
ახლადაშენებული კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა
ყველა ეს პროექტი ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მოქალაქეების სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას:
პროგრამა „ბიზნეს უნივერსალი“ – მიმართულია მეწარმეობის განვითარებაზე და სამეწარმეო სტრუქტურების მხარდაჭერაზე.
პროგრამა „ბიზნეს ექსპორტი“ – პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოება–გადაიარაღებით, იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებით.
პროგრამა „აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება“.
პროგრამა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ – პროგრამა ემსახურება მრავალშვილიანი პირების (სამი ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის მშობლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროგრამა ასევე უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებაზეა მიმართული.
ახალი ინიციატივით, სახელმწიფოსგან საწარმოები მიიღებენ საგრანტო თანადაფინანსებას ინვესტიციების 15%-ის მოცულობით (მაგრამ არაუმეტეს 500 ათასი ლარისა), ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.
საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2021
აჭარაში პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო
საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას. პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6,2 ათასზე მეტი პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0