https://sputnik-georgia.com/20210901/subsidirebuli-ipotekuri-sesxis-programa-amoqmedda-259196896.html
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა
Sputnik საქართველო
სესხის მაქსიმალური რაოდენობა 200 ათასი ლარი იქნება, სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T09:56+0400
2021-09-01T09:56+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/62/248366290_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_fa22408dcb9efab4ca94e73582959943.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ძალაში შევიდა შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახების და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს.ამ დროისათვის საქართველოს კომერციულ ბანკებში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,5%-ს შეადგენს. პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ან ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა მშობლის/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე შვილი;– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი.კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკური სესხების გაცემა მოხდება კერძო სახლის/ბინის შეძენა–მშენებლობისთვის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში:– იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.– სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 ათასი ლარია.– დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის ან კერძო სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 ათას ლარს.პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებ პირს მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.
https://sputnik-georgia.com/20210803/binebis-fasebi-TbilisSi-izrdeba-252489226.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/62/248366290_375:0:2626:1688_1920x0_80_0_0_d132f097dc4a6dee865599f9621f69f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველო
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველო
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა
09:56 01.09.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) სესხის მაქსიმალური რაოდენობა 200 ათასი ლარი იქნება, სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ძალაში შევიდა შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახების და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს.
ამ დროისათვის საქართველოს კომერციულ ბანკებში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,5%-ს შეადგენს.
პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ან ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა მშობლის/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:
– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე შვილი;
– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი.
კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკური სესხების გაცემა მოხდება კერძო სახლის/ბინის შეძენა–მშენებლობისთვის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში:
– იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
– სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 ათასი ლარია.
– დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის ან კერძო სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 ათას ლარს.
პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებ პირს მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.