https://sputnik-georgia.com/20211007/saakasvilis-advokatebi-sasamartlo-procesis-danisvnas-moitxoven-260325391.html
სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის დანიშვნას მოითხოვენ
სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის დანიშვნას მოითხოვენ
Sputnik საქართველო
ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს, სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლისთვის მზადაა. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T17:17+0400
2021-10-07T17:17+0400
2021-10-07T21:25+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23893/91/238939152_0:191:3076:1922_1920x0_80_0_0_6b6ef79c324d3f847bd5d4e2f47f3db8.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის დანიშვნის დაჩქარებას მოითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ციხეში პოლიტიკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.საქართველოში არალეგალურად შემოსული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რიგ საქმეებზეა მსჯავრდებული სამშობლოში. დაკავების პირველივე დღეს ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა.როგორც ადვოკატმა გიორგი გელხაურმა აღნიშნა, სააკაშვილის ყველა პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი.სააკაშვილთან ციხეში მღვდელი არ შეუშვეს>>„მას საკანში სტანდარტულ პირობებზე დაბალი დონის პირობები აქვს. უამრავ მსჯავრდებულს აქვს უფლება იმის, რომ ტელევიზორით, სხვადასხვა ნივთებით ისარგებლოს, მაგრამ დღემდე ამ მდგომარეობაშია. მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნოს. არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს მსჯავრდებულს“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.სააკაშვილს საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს სამშობლოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.მარინა კალიურანდი: სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა>>გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
https://sputnik-georgia.com/20211007/eqimebi-saakasvilis-simsilobis-gamo-sisoben-260311385.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23893/91/238939152_301:0:3030:2047_1920x0_80_0_0_a38ebf48dded29bd883b2ba355203265.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის დანიშვნას მოითხოვენ
17:17 07.10.2021 (განახლებულია: 21:25 07.10.2021) ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს, სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლისთვის მზადაა.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის დანიშვნის დაჩქარებას მოითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ციხეში პოლიტიკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოში არალეგალურად შემოსული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რიგ საქმეებზეა მსჯავრდებული სამშობლოში. დაკავების პირველივე დღეს ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა.
„ამ დრომდე სასამართლო დუმს და პასუხს არ გვცემს სხდომების გამართვის მოთხოვნაზე. ხელისუფლების დღევანდელი დღის წესრიგია, როგორღაც ხმა ვერ მიაწვდინოს საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა. ადვოკატების მეშვეობით სააკაშვილს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ჩატარდეს სასამართლო პროცესები, სადაც პირდაპირ წარდგება მიხეილ სააკაშვილი, და თუ მართლაც შეშინებული არ არის ხელისუფლება, რატომ არ ნიშნავს სასამართლო განხილვებს, რა აზრი შეიძლება იდოს ამაში?“ – განაცხადა ბასილაიამ.
როგორც ადვოკატმა გიორგი გელხაურმა აღნიშნა, სააკაშვილის ყველა პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი.
„მას საკანში სტანდარტულ პირობებზე დაბალი დონის პირობები აქვს. უამრავ მსჯავრდებულს აქვს უფლება იმის, რომ ტელევიზორით, სხვადასხვა ნივთებით ისარგებლოს, მაგრამ დღემდე ამ მდგომარეობაშია. მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნოს. არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს მსჯავრდებულს“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.
სააკაშვილს საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს სამშობლოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.