https://sputnik-georgia.com/20211007/eqimebi-saakasvilis-simsilobis-gamo-sisoben-260311385.html
შიმშილობის მეშვიდე დღე: ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შიშობენ
შიმშილობის მეშვიდე დღე: ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შიშობენ
Sputnik საქართველო
მედიკოსები აცხადებენ, რომ შიმშილობამ შეიძლება ექს-პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T13:13+0400
2021-10-07T13:13+0400
2021-10-07T17:03+0400
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/60/237866013_365:221:2902:1648_1920x0_80_0_0_ccd8e183b9f2d54a2626ef067ca049d2.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მედიკოსები შიშობენ, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, რომელიც ციხეში მეშვიდე დღეა საკვებს არ იღებს.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა იმავე საღამოს გამოაცხადა. ერთ-ერთ წერილში სააკაშვილი წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან გონების დაკარგვის შემთხვევაში ის უარს ამბობს ექიმების დახმარებაზე.სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართა>>თბილისის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა–რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ შიმშილობამ ექს-პრეზიდენტს შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას.ტელეკომპანიის მონაცემებით, დღეს სააკაშვილთან მის ადვოკატებს შეუშვებენ.სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის სწრაფად დანიშვნას მოითხოვენ, აგრეთვე მოითხოვენ სააკაშვილის საკანში ტელევიზორი შეიტანონ და ექს-პრეზიდენტი „საინფორმაციო ვაკუუმში“ აღარ იყოს.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა. იგი ამ დროისათვის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
https://sputnik-georgia.com/20211007/marina-kaliurandi-saakashvilma-politikuri-zalaupleba-dakarga-260303410.html
https://sputnik-georgia.com/20211006/essastumro-araa-saakasvilis-mnaxvelta-raodenobas-gaakontroleben-260294094.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/60/237866013_717:214:2408:1482_1920x0_80_0_0_22e5f2915e8464f4b6ebe9a4abf30906.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
შიმშილობის მეშვიდე დღე: ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შიშობენ
13:13 07.10.2021 (განახლებულია: 17:03 07.10.2021) მედიკოსები აცხადებენ, რომ შიმშილობამ შეიძლება ექს-პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მედიკოსები შიშობენ, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, რომელიც ციხეში მეშვიდე დღეა საკვებს არ იღებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა იმავე საღამოს გამოაცხადა. ერთ-ერთ წერილში სააკაშვილი წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან გონების დაკარგვის შემთხვევაში ის უარს ამბობს ექიმების დახმარებაზე.
თბილისის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა–რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა, რომ შიმშილობამ ექს-პრეზიდენტს შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
„ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ხაზს ვუსვამ – სიცოცხლეს, რადგან შიმშილობა შეიცავს სასიცოცხლო რისკებს, არაფერი დაემუქროს“, – განაცხადა კალოიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.
ტელეკომპანიის მონაცემებით, დღეს სააკაშვილთან მის ადვოკატებს შეუშვებენ.
სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის სწრაფად დანიშვნას მოითხოვენ, აგრეთვე მოითხოვენ სააკაშვილის საკანში ტელევიზორი შეიტანონ და ექს-პრეზიდენტი „საინფორმაციო ვაკუუმში“ აღარ იყოს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა. იგი ამ დროისათვის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.