https://sputnik-georgia.com/20211006/essastumro-araa-saakasvilis-mnaxvelta-raodenobas-gaakontroleben-260294094.html
„ეს სასტუმრო არაა“ – სააკაშვილის მნახველთა რაოდენობას გააკონტროლებენ
„ეს სასტუმრო არაა“ – სააკაშვილის მნახველთა რაოდენობას გააკონტროლებენ
Sputnik საქართველო
ადვოკატებს და ოჯახის წევრებს სააკაშვილის მონახულება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T19:30+0400
2021-10-06T19:30+0400
2021-10-07T11:27+0400
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181577_0:118:1281:838_1920x0_80_0_0_bee78794e956869a946a73132a5f4860.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მნახველთა ყოველდღიური რაოდენობა გაკონტროლდება.ბოლო დღეებში სააკაშვილი საკანში მოინახულეს ადვოკატებმა, დეპუტატებმა, მისმა შეყვარებულმა და უკრაინის კონსულმა.მისი თქმით, ადვოკატებს და ოჯახის წევრებს სააკაშვილის მონახულება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.„საუბარი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა რაღაც სასტუმროზე“, - აღნიშნა სპიკერმა.საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებულებს ან მსჯავრდებულებს მათი წერილობითი თხოვნის საფუძველზე ეძლევა ახლო ნათესავებთან მოკლევადიანი პაემნების უფლება. ახლო ნათესავებში მოაზრება შვილები, მეუღლეები, პირები, რომლებთანაც საერთო შვილები ჰყავთ, მშობლები, დედინაცვლები, მამინაცვლები, მეუღლეების მშობლები, გერები, აყვანილი შვილები და მათი შთამომავლები, შვილიშვილები, დები, ძმები, ძმის და დისშვილები და მათი შვილები, ბებიები, ბაბუები, დიდი ბებიები და ბაბუები, ბიძები, დეიდები, მამიდები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები, ასევე პირები, რომლებთანაც ერთად ცხოვრობდნენ და საერთო მეურნეობას ეწეოდნენ დაპატიმრებამდე ბოლო ერთი წლის პერიოდში.მათ ასევე შეიძლება მიენიჭოთ სხვა პირთან მოკლევადიანი შეხვედრის უფლება, მაგრამ დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით. ბრალდებულებთან ან მსჯავრდებულებთან შეხვედრები ტარდება მათი თანხმობით.ამას გარდა, პატიმრის მონახულების უფლება გააჩნიათ პარლამენტის დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით. აგრეთვე საპატიმროში შესვლის შეუზღუდავი უფლება გააჩნია სახალხო დამცველის სამსახურს. სააკაშვილის დაკავებასაქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი ამ დროისათვის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული და მან შიმშილობა გამოაცხადა.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
https://sputnik-georgia.com/20211006/ukrainis-sagareo-saqmeta-ministri-saakasvilis-sakitxze-260288053.html
https://sputnik-georgia.com/20211006/kuwava-saakasvilis-saqme-ukrainastan-urtiertobebs-ar-gaafuwebs-260286905.html
https://sputnik-georgia.com/20211006/saakasvils-sakansi-televizori-ara-aqvs-260284561.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181577_57:0:1194:853_1920x0_80_0_0_c9733b0d2eea903e9bf22d066231d406.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
„ეს სასტუმრო არაა“ – სააკაშვილის მნახველთა რაოდენობას გააკონტროლებენ
19:30 06.10.2021 (განახლებულია: 11:27 07.10.2021) ადვოკატებს და ოჯახის წევრებს სააკაშვილის მონახულება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მნახველთა ყოველდღიური რაოდენობა გაკონტროლდება.
ბოლო დღეებში სააკაშვილი საკანში მოინახულეს ადვოკატებმა, დეპუტატებმა, მისმა შეყვარებულმა და უკრაინის კონსულმა.
„იმ რაოდენობის, რამდენიც მათ უნდათ, დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია, სადაც უკვე მე ვწყვეტ, რა რაოდენობით შევლენ, უსაფრთოხების ზომებიდან და პენიტენციური სისტემის წესებიდან გამომდინარე. ამიტომ არც ხვალ ვაპირებ, ვინმეს უარი ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება დღეში მნახველების რაოდენობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კიევში კუჭავამ.
მისი თქმით, ადვოკატებს და ოჯახის წევრებს სააკაშვილის მონახულება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
„საუბარი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა რაღაც სასტუმროზე“, - აღნიშნა სპიკერმა.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებულებს ან მსჯავრდებულებს მათი წერილობითი თხოვნის საფუძველზე ეძლევა ახლო ნათესავებთან მოკლევადიანი პაემნების უფლება. ახლო ნათესავებში მოაზრება შვილები, მეუღლეები, პირები, რომლებთანაც საერთო შვილები ჰყავთ, მშობლები, დედინაცვლები, მამინაცვლები, მეუღლეების მშობლები, გერები, აყვანილი შვილები და მათი შთამომავლები, შვილიშვილები, დები, ძმები, ძმის და დისშვილები და მათი შვილები, ბებიები, ბაბუები, დიდი ბებიები და ბაბუები, ბიძები, დეიდები, მამიდები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები, ასევე პირები, რომლებთანაც ერთად ცხოვრობდნენ და საერთო მეურნეობას ეწეოდნენ დაპატიმრებამდე ბოლო ერთი წლის პერიოდში.
მათ ასევე შეიძლება მიენიჭოთ სხვა პირთან მოკლევადიანი შეხვედრის უფლება, მაგრამ დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით. ბრალდებულებთან ან მსჯავრდებულებთან შეხვედრები ტარდება მათი თანხმობით.
ამას გარდა, პატიმრის მონახულების უფლება გააჩნიათ პარლამენტის დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით. აგრეთვე საპატიმროში შესვლის შეუზღუდავი უფლება გააჩნია სახალხო დამცველის სამსახურს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი ამ დროისათვის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული და მან შიმშილობა გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.