მარინა კალიურანდი: სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა

© AFP 2024 / JOHN THYSმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს-პრეზიდენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა გამოაცხადა.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნებით საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია, ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის დეპუტატი მარინა კალიურანდი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ–დისკუსიაზე ექს-პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

„როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე? – სავარაუდოდ, კი“, – განაცხადა კალიურანდმა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოში პოლარიზაციას აძლიერებს - „ევროპის სახალხო პარტია“
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
ყველა ახალი ამბავი
0