https://sputnik-georgia.com/20211006/saakasvilis-dapatimreba-saqartvelosi-polarizacias-azlierebs-evropis-saxalxo-partia-260294722.html
სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოში პოლარიზაციას აძლიერებს - „ევროპის სახალხო პარტია“
სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოში პოლარიზაციას აძლიერებს - „ევროპის სახალხო პარტია“
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T19:53+0400
2021-10-06T19:53+0400
2021-10-06T19:53+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_692:60:3000:1358_1920x0_80_0_0_98f3673f97fe34bce4f3e3bfdca44c26.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყნის შიგნით, ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადებაში.სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვიდა.პარტია საქართველოს მთავრობას პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და „თავისუფალი და სამართლიანი“ მეორე ტურის ჩატარებისკენ მოუწოდებს.„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს, რომლის შედეგადაც უნდა გადაწყდეს მსხვილი ქალაქების ბედი. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური კონფრონტაციის დასრულებით და კონსტრუქციული დღის წესრიგის დაბრუნებით, რაც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმების პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან, რომელიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბერს ქვეყნის 20 დიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ჩატარდება.„ევროპის სახალხო პარტია“ - ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა. ის 1976 წელს დაფუძნდა და ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში, ასევე ევროპის საბჭოშია წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლიდან „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია.
https://sputnik-georgia.com/20211005/saakashvilis-partia-masshtabur-aqciebs-aanonsebs-260256445.html
https://sputnik-georgia.com/20211006/ukrainis-sagareo-saqmeta-ministri-saakasvilis-sakitxze-260288053.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_908:55:2761:1444_1920x0_80_0_0_aea0da757a90239c0a771ee82b442ea6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოში პოლარიზაციას აძლიერებს - „ევროპის სახალხო პარტია“
მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყნის შიგნით, ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP)
განცხადებაში.
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვიდა.
„საქართველოში ბოლო არჩევნებმა გააძლიერა ჩვენი შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობის გამო. საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ხაზგასმულია შემცირებული დემოკრატიული სტანდარტები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს არარსებობა, არათანაბარი პირობები, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, დარღვევებისა და სიძულვილის ენა. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში“, - აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.
პარტია საქართველოს მთავრობას პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და „თავისუფალი და სამართლიანი“ მეორე ტურის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს, რომლის შედეგადაც უნდა გადაწყდეს მსხვილი ქალაქების ბედი. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური კონფრონტაციის დასრულებით და კონსტრუქციული დღის წესრიგის დაბრუნებით, რაც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმების პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან, რომელიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბერს ქვეყნის 20 დიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ჩატარდება.
„ევროპის სახალხო პარტია“ - ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა. ის 1976 წელს დაფუძნდა და ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში, ასევე ევროპის საბჭოშია წარმოდგენილი. „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლიდან „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია.