https://sputnik-georgia.com/20211006/saakasvilis-mxardasawerad-rustavis-coxestan-aqcia-gaimarta-260299067.html
სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართა
სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
დღეს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტის ფიზიკური და მორალური განადგურება იგეგმება. 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T22:24+0400
2021-10-06T22:24+0400
2021-10-06T23:23+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/06/260299044_0:89:1280:809_1920x0_80_0_0_4755a2243769768310aad6c6e11a1e8a.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, რამდენიმე ათეული სამოქალაქო აქტივისტი საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა, იუწყება „პირველი არხი“.საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელმაც საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის იმავე დღეს საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა გამოაცხადა.აქციის მონაწილეების განცხადებით, აქცია სპონტანურად დაიგეგმა.„სპონტანურად შეკრების მიზეზი არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა და იგეგმება მისი ფიზიკური ლიკვიდაცია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.აღნიშნული ინფორმაცია დღეს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა.აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოში თავისუფლად გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა.„ჩვენი ვალია დავიცვათ, დავიხსნათ პრეზიდენტი, რადგან ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი. მან ერთხელ უკვე შეძლო ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოთრევა და ეს უნდა გააკეთოს კიდევ ერთხელ. ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება, გვერდით უნდა დავუდგეთ, გავათავისუფლოთ და მივცეთ პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლად გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ლაშა ხუსკივაძემ.სამოქალაქო აქტივისტებმა საზოგადოებას თვითორგანიზებისა და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდეს.მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 2015 წელს უკრაინის მოქალაქე გახდა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას – საზღვრის უკანონო კვეთის გამო.საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.
https://sputnik-georgia.com/20211006/saakasvilis-dapatimreba-saqartvelosi-polarizacias-azlierebs-evropis-saxalxo-partia-260294722.html
https://sputnik-georgia.com/20211004/ristvis-swirdeba-opozicias-aqciebi-meore-turis-win-eqspertebis-mosazrebebi-260220877.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/06/260299044_144:0:1280:852_1920x0_80_0_0_a3aa6676293754a8ddf9a763d2b14f66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართა
22:24 06.10.2021 (განახლებულია: 23:23 06.10.2021) დღეს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტის ფიზიკური და მორალური განადგურება იგეგმება.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, რამდენიმე ათეული სამოქალაქო აქტივისტი საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელმაც საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის იმავე დღეს საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა გამოაცხადა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აქცია სპონტანურად დაიგეგმა.
„სპონტანურად შეკრების მიზეზი არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა და იგეგმება მისი ფიზიკური ლიკვიდაცია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოში თავისუფლად გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა.
„ჩვენი ვალია დავიცვათ, დავიხსნათ პრეზიდენტი, რადგან ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არქიტექტორი. მან ერთხელ უკვე შეძლო ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოთრევა და ეს უნდა გააკეთოს კიდევ ერთხელ. ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება, გვერდით უნდა დავუდგეთ, გავათავისუფლოთ და მივცეთ პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლად გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ლაშა ხუსკივაძემ.
სამოქალაქო აქტივისტებმა საზოგადოებას თვითორგანიზებისა და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდეს.
მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 2015 წელს უკრაინის მოქალაქე გახდა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას – საზღვრის უკანონო კვეთის გამო.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.