Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

რისთვის სჭირდება ოპოზიციას აქციები არჩევნების მეორე ტურის წინ – ექსპერტების მოსაზრებები

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან
საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
ოპოზიციისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია – არ გადაამლაშოს აქციებით და პარალელურად იმუშაოს მხარდამჭერებთან რეგიონებში, ფიქრობს ექსპერტი.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. იმის ნაცვლად, რომ აქტიურად მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გამართეს.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, პროპორციული სიებით გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“. მერების არჩევნების მეორე ტური კი 20 ქალაქში გაიმართება. ხმების დათვლამ ქვეყნისათვის უჩვეულო წყნარ გარემოში ჩაიარა. არ ყოფილა არც აქციები, არც ცესკოს შენობის შტურმი, არც ხმაურიანი გამოსვლები. ოპოზიციამ განაცხადა, რომ სერიოზულად მოემზადება მეორე ტურისთვის და გაიმარჯვებს.
ამისკენ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერიც, რომელიც მოვლენებს ციხის კამერიდან აკვირდება. დღეს, სააკაშვილის დაკავებიდან მეოთხე დღეს, მისი მხარდამჭერები პირველად შეიკრიბნენ საპატიმროსთან მის გასამხნევებლად და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
ნიკა მელია საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
რუსთავის ციხესთან აქცია დასრულდა: ცნობილი გახდა სააკაშვილის მხარდამჭერთა გეგმები
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციისთვის ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, და ამის რამდენიმე მიზეზიც დაასახელა.
„ჯერ ერთი, მეორე ტური ოქტომბრის ბოლოსაა და მანამდე დიდი დროა, აქციები კი „ნაცმოძრაობას“ სწორედ ამომრჩევლების მობილიზებისთვის სჭირდება. მეორე - ისინი ვერაფრით ვერ დატოვებდნენ უყურადღებოდ სააკაშვილის დაპატიმრებას. ეს აუცილებელი რეაქცია იყო. მეორე მხრივ, საუბარია არც ისე დიდ რესურსზე. ჩემი დაკვირვებით, აქციაზე შეკრებილი იყო პარტიული აქტივი თბილისიდან და სხვა რაიონებიდან, არც ისე ბევრი ხალხი“, - განუცხადა ძაბირაძემ Sputnik-საქართველოს.
ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციისთვის მიზნის მისაღწევად ყველაზე მომგებიანი ვარიანტია - არ გადაამლაშოს აქციებით და პარალელურად იმუშაოს ამომრჩეველთან რეგიონებში.
„თუ ისინი მთლიანად აქციებზე არ გადაერთვებიან და აქციები პერმანენტული არ იქნება, პარალელურად კი მოსახლეობასთან იმუშავებენ, ეს მათთვის ოპტიმალური ვარიანტი იქნება არჩევნების წინ, რათა პერსპექტივაში რამეს მიაღწიონ. პროცესი თვითდინებაზე რომ მიეშვათ, ეს მათ უფრო მეტად დააზიანებდა, ვიდრე აქციების ჩატარება“, - განაცხადა ძაბირაძემ.
„ქართული ოცნების“ მმართველობის განმავლობაში პირველად გაჩნდა შანსი იმისა, რომ დედაქალაქს ოპოზიციონერი მერი ჩაუდგეს სათავეში. ამიტომ, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, „ნაცმოძრაობა“ არ დახარჯავს დროს და დიდ რესურსს საპროტესტო აქციებზე და მეორე ტურისთვის მზადებაზე იქნება ორიენტირებული.
„ოპოზიცია ვერ შეძლებს მეორე ტურისთვის მომზადებასაც და პარალელურად აქტიურ, პერმანენტულ ბრძოლას სააკაშვილის გასათავისუფლებლად. არც დღევანდელი აქცია ყოფილა მასშტაბური. დროთა განმავლობაში კი სააკაშვილის საკითხი აქტუალობას დაკარგავს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში პირველად გაჩნდა შანსი და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას, და შეეცდება, თბილისი მმართველ პარტიას წაართვას“, - განაცხადა ცინცაძემ Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.
პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ მასშტაბური გამოსვლები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შესაძლოა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაიწყოს.

„კიდევ ერთი მომენტია, რომ ნიკა მელია იძულებულია, თავი წარმოაჩინოს სააკაშვილის აქტიურ მხარდამჭერად, რათა უარყოს ხმები იმის შესახებ, რომ იგი თავის პარტიას მობეზრდა და მელიას მისი ჩამოსვლა არ ახარებს“, - განაცხადა ცინცაძემ.

ცინცაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა თბილისში მეორე ტურში ყველაზე სასტიკი იქნება და მმართველი პარტია ასე იოლად არ დათმობს დედაქალაქს.
ორშაბათს სამი საათის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავდნენ რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი იმყოფება.
როგორც პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, 30 ოქტომბრამდე მომიტინგეები უნდა მოემზადონ დიდი ერთიანი ეროვნული მოძრაობისთვის.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
რას ითვალისწინებს კანონი სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით – იურისტი
სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს, საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას – საზღვრის უკანონო კვეთის გამო.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.
ყველა ახალი ამბავი
0