https://sputnik-georgia.com/20211004/rustavis-cixestan-aqcia-dasrulda-cnobili-gaxda-saakasvilis-mxardamwerebis-gegmebi-260217806.html
რუსთავის ციხესთან აქცია დასრულდა: ცნობილი გახდა სააკაშვილის მხარდამჭერთა გეგმები
რუსთავის ციხესთან აქცია დასრულდა: ცნობილი გახდა სააკაშვილის მხარდამჭერთა გეგმები
Sputnik საქართველო
საპროტესტო მოძრაობა საქართველოში გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფოს ყოფილ პრეზიდენტს საპატიმროდან არ გაათავისუფლებენ. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T20:53+0400
2021-10-04T20:53+0400
2021-10-04T23:32+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260208746_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_09e02a162e61f2e7a970e66af1687461.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საპროტესტო აქციები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება დღეს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ მიტინგზე გამოცხადდა.სამი საათის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავდნენ ციხესთან, სადაც სააკაშვილი იხდის სასჯელს.როგორც პარტიის „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, 30 ოქტომბრამდე სააკაშვილის მხარდამჭერები უნდა მოემზადონ დიდი ერთიანი ეროვნული მოძრაობისთვის.ჩარკვიანის თქმით, ეროვნულ მოძრაობას სააკაშვილის დასაცავად სათავეში ჩაუდგება მისივე პარტია და ნიკა მელია, თავად და დანარჩენი მხარდამჭერები კი, თავის მხრივ, გამოიყენებენ ყველა რესურსს, რათა ეს მოძრაობა გამარჯვებამდე მიიყვანონ.აქციის ორგანიზატორებმა სცენა მოაწყვეს პენიტენციური დაწესებულების შესასვლელთან. სცენაზე დაამაგრეს საქართველოსა და ევროკავშირის ეროვნული დროშები. მიტინგი საქართველოს ეროვნული ჰიმნით დასრულდა.ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
https://sputnik-georgia.com/20211004/saakasvilma-spikerad-nika-melia-danisna-260211150.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260208746_180:226:1017:854_1920x0_80_0_0_7225e3a635f558671e0fee7c419468e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
რუსთავის ციხესთან აქცია დასრულდა: ცნობილი გახდა სააკაშვილის მხარდამჭერთა გეგმები
20:53 04.10.2021 (განახლებულია: 23:32 04.10.2021) საპროტესტო მოძრაობა საქართველოში გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფოს ყოფილ პრეზიდენტს საპატიმროდან არ გაათავისუფლებენ.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საპროტესტო აქციები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება დღეს რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ მიტინგზე გამოცხადდა.
სამი საათის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავდნენ ციხესთან, სადაც სააკაშვილი იხდის სასჯელს.
როგორც პარტიის „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, 30 ოქტომბრამდე სააკაშვილის მხარდამჭერები უნდა მოემზადონ დიდი ერთიანი ეროვნული მოძრაობისთვის.
ჩარკვიანის თქმით, ეროვნულ მოძრაობას სააკაშვილის დასაცავად სათავეში ჩაუდგება მისივე პარტია და ნიკა მელია, თავად და დანარჩენი მხარდამჭერები კი, თავის მხრივ, გამოიყენებენ ყველა რესურსს, რათა ეს მოძრაობა გამარჯვებამდე მიიყვანონ.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა ხალხის მაქსიმალური კონსოლიდაცია, ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია მეორე ტურისთვის. დღევანდელი აქცია არა მხოლოდ საპროტესტო აქციაა, ესაა მზადება 30 სექტემბრისთვის. ეს უსამართლობაა, როდესაც თანამედროვე საქართველოს მთავარი არქიტექტორი ციხეში უნდა იჯდეს, ქვეყანას კი მართავდნენ ღარიბაშვილი და კობახიძე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
აქციის ორგანიზატორებმა სცენა მოაწყვეს პენიტენციური დაწესებულების შესასვლელთან. სცენაზე დაამაგრეს საქართველოსა და ევროკავშირის ეროვნული დროშები. მიტინგი საქართველოს ეროვნული ჰიმნით დასრულდა.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.