https://sputnik-georgia.com/20211007/saakasviltan-cixesi-mrvdeli-ar-seusves-260317869.html
სააკაშვილთან ციხეში მღვდელი არ შეუშვეს
სააკაშვილთან ციხეში მღვდელი არ შეუშვეს
Sputnik საქართველო
მღვდელმსახურს სურდა სააკაშვილი დაერწმუნებინა, რომ აუცილებელია შიმშილობის შეწყვეტა. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T16:21+0400
2021-10-07T16:21+0400
2021-10-07T20:28+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/52/238515296_0:110:3000:1798_1920x0_80_0_0_c38d6a9175704e749a1ceb03c42a067b.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 საპატიმროში არ შეუშვეს ზუგდიდი–ცაიშის ეპარქიის მღვდელი, დეკანოზი ამბროსი (თორდია).მღვდელმსახურის განცხადებით, მისი მთავარია მიზანია დაარწმუნოს ყოფილი პრეზიდენტი, შეწყვიტოს შიმშილობა.ციხის ადმინისტრაციაში უარი იმით განმარტეს, რომ პატიმართან ამჟამად მხოლოდ ადვოკატებს უშვებენ.მღვდელმსახურს ასევე განუმარტეს, რომ შეხვედრისთვის აუცილებელია ეპარქიის მეუფე გერასიმეს ნებართვა, ასევე კოვიდ–პასპორტი ან კოვიდ–ტესტის უარყოფითი პასუხი.დეკანოზმა ამბროსიმ აღნიშნა, რომ მიიტანა ხატები, ლოცვები. მიიღებს ნებართვას ეპარქიიდან, აიღებს აუცილებელ დოკუმენტებს და კიდევ ერთხელ მივა ციხეში.სამშობლოში არალეგალურად დაბრუნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი ამ დროისათვის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
https://sputnik-georgia.com/20211006/essastumro-araa-saakasvilis-mnaxvelta-raodenobas-gaakontroleben-260294094.html
https://sputnik-georgia.com/20211007/eqimebi-saakasvilis-simsilobis-gamo-sisoben-260311385.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/52/238515296_216:0:2883:2000_1920x0_80_0_0_5926765c31094a3c915b4260556c5b0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილთან ციხეში მღვდელი არ შეუშვეს
16:21 07.10.2021 (განახლებულია: 20:28 07.10.2021) მღვდელმსახურს სურდა სააკაშვილი დაერწმუნებინა, რომ აუცილებელია შიმშილობის შეწყვეტა.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 საპატიმროში არ შეუშვეს ზუგდიდი–ცაიშის ეპარქიის მღვდელი, დეკანოზი ამბროსი (თორდია).
მღვდელმსახურის განცხადებით, მისი მთავარია მიზანია დაარწმუნოს ყოფილი პრეზიდენტი, შეწყვიტოს შიმშილობა.
ციხის ადმინისტრაციაში უარი იმით განმარტეს, რომ პატიმართან ამჟამად მხოლოდ ადვოკატებს უშვებენ.
მღვდელმსახურს ასევე განუმარტეს, რომ შეხვედრისთვის აუცილებელია ეპარქიის მეუფე გერასიმეს ნებართვა, ასევე კოვიდ–პასპორტი ან კოვიდ–ტესტის უარყოფითი პასუხი.
დეკანოზმა ამბროსიმ აღნიშნა, რომ მიიტანა ხატები, ლოცვები. მიიღებს ნებართვას ეპარქიიდან, აიღებს აუცილებელ დოკუმენტებს და კიდევ ერთხელ მივა ციხეში.
„პირველ რიგში, ვთხოვე, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ეს თვითმკვლელობის ტოლფასია, ხატი და ლოცვანი გადავეცი", – განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზმა ამბროსი თორდიამ.
სამშობლოში არალეგალურად დაბრუნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი ამ დროისათვის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.