https://sputnik-georgia.com/20211005/saajasvili-zelenskis-werilit-mimartavs-260230530.html
სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს წერილით მიმართავს
სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს წერილით მიმართავს
Sputnik საქართველო
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გუშინ უკრაინის კონსულმა მოინახულა. 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T11:07+0400
2021-10-05T11:07+0400
2021-10-05T15:00+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23676/84/236768461_0:305:3500:2274_1920x0_80_0_0_87c7880163f2501292b2e5eede9ba71b.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის წერილით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის ოფიციალურ facebook-გვერდზე ვრცელდება.სააკაშვილი ზელენსკის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ უკრაინა მისი მეორე სამშობლოა, სადაც ჰყავს ოჯახი და მეგობრები.საქართველოში უკრაინის კონსულმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა>>ზელენსკიმ სააკაშვილის მხარადასაჭერი განცხადება არაერთხელ გააკეთა, მისი თქმით, ის ყოველთვის მუშაობს და აბრუნებს თავის მოქალაქეებს ქვეყანაში სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომლებიც გააჩნია და რომლებითაც ხელისუფლებამ აღჭურვა, და ეს ეხება უკრაინის მოქალაქე სააკაშვილსაც.სააკაშვილი გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ ის უკანონო პატიმარია და გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაკავებული.„ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენი სიტყვები, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს", – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინა მისი მეორე სამშობლოა და ის ძალიან უყვარს.ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
https://sputnik-georgia.com/20211004/ras-itvaliswinebs-kanoni-saakasvilis-eqstradiciastan-dakavsirebit-iuristi-260215452.html
https://sputnik-georgia.com/20211004/---------260202371.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23676/84/236768461_30:0:3470:2580_1920x0_80_0_0_d48edda1aafd684c73a5865059d1c22e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს წერილით მიმართავს
11:07 05.10.2021 (განახლებულია: 15:00 05.10.2021) პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გუშინ უკრაინის კონსულმა მოინახულა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის წერილით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის ოფიციალურ
facebook-გვერდზე ვრცელდება.
სააკაშვილი ზელენსკის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ უკრაინა მისი მეორე სამშობლოა, სადაც ჰყავს ოჯახი და მეგობრები.
ზელენსკიმ სააკაშვილის მხარადასაჭერი განცხადება არაერთხელ გააკეთა, მისი თქმით, ის ყოველთვის მუშაობს და აბრუნებს თავის მოქალაქეებს ქვეყანაში სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომლებიც გააჩნია და რომლებითაც ხელისუფლებამ აღჭურვა, და ეს ეხება უკრაინის მოქალაქე სააკაშვილსაც.
სააკაშვილი გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ ის უკანონო პატიმარია და გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაკავებული.
„ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენი სიტყვები, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს", – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
ექს-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინა მისი მეორე სამშობლოა და ის ძალიან უყვარს.
„მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი საქართველო, თუმცა ძალიან მიყვარს უკრაინა, ჩემი მეორე სამშობლო, სადაც ჩემი ცხოვრების მრავალი წელი გავატარე და სადაც მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს მოქალაქეობა, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, შემეტანა მოკრძალებული წვლილი თქვენ მიერ გატარებულ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში. ვინაიდან ფაქტობრივად ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.