საქართველოში უკრაინის კონსულმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
საქართველოში უკრაინის კონსული ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 საპატიმროში ეწვია, იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უკრაინელი დიპლომატი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობით კმაყოფილია.
„უკრაინის კონსულმა დღეს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას არ გამოუთქვამს პრეტენზიები საპყრობილეში მისი პირობების გამო“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.
ყველა ახალი ამბავი
0