https://sputnik-georgia.com/20211004/---------260202371.html
უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხს გამოიძიებს
უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხს გამოიძიებს
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ის საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T15:31+0400
2021-10-04T15:31+0400
2021-10-04T20:02+0400
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23967/55/239675512_0:279:4461:2788_1920x0_80_0_0_12e25051ea70823ebb1e34f293441b89.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინიდან გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Censor.net ავრცელებს.საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილმა უკრაინა კანონმდებლობის დარღვევით დატოვა.სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ. სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.მალე სააკაშვილს კიდევ ერთ ბრალს – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას წაუყენებენ. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და იგი სასჯელს სამშობლოში მოიხდის.გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ ხმაურიანი ბრალდება გამოთქვა. პრემიერის თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას და ამით ქვეყანაში არეულობის პროვოცირებასა და ხელისუფლების დადანაშაულებას გეგმავდა.
https://sputnik-georgia.com/20211004/zalkaliani-seizleba-saakasvils-ukraiunis-sazrvari-ukanonod-aqvs-gadmokvetili-260199450.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23967/55/239675512_187:0:4275:3066_1920x0_80_0_0_2933efffb5ec97e7616a30b181debe05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხს გამოიძიებს
15:31 04.10.2021 (განახლებულია: 20:02 04.10.2021) მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ის საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინიდან გასვლის ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა
Censor.net ავრცელებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილმა უკრაინა კანონმდებლობის დარღვევით დატოვა.
გამოცემის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ბაზაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვება არ ფიქსირდება და, სავარაუდოდ, სააკაშვილმა საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მალე სააკაშვილს კიდევ ერთ ბრალს – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას წაუყენებენ. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და იგი სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ ხმაურიანი ბრალდება გამოთქვა. პრემიერის თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას და ამით ქვეყანაში არეულობის პროვოცირებასა და ხელისუფლების დადანაშაულებას გეგმავდა.