https://sputnik-georgia.com/20211004/zalkaliani-seizleba-saakasvils-ukraiunis-sazrvari-ukanonod-aqvs-gadmokvetili-260199450.html
როდის ხდება პირის ექსტრადირება – ზალკალიანის განმარტება სააკაშვილთან დაკავშირებით
როდის ხდება პირის ექსტრადირება – ზალკალიანის განმარტება სააკაშვილთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T14:54+0400
2021-10-04T14:54+0400
2021-10-05T10:48+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249997505_0:0:1219:685_1920x0_80_0_0_cbe3d92f54b98436e9997c6afba33e37.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა პირს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე გუშინ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველა ინსტიტუცია, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.ზალკალიანი: სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია>>ზალკალიანის განცხადებით კი, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაცაა, იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე, მაგრამ რადგან უკრაინის მოქალაქეობამდე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო, ექს-პრეზიდენტს მსჯავრი და ბრალი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარედგინა.ზალკალიანის თქმით, დღეს უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი რწმუნებათა სიგელების ასლებს გადასცემს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და, თუ საჭიროება იქნება, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშრებით მხარეები დამატებით ინფორმაციასაც გაცვლიან.ზალკალიანის განცხადებით, უკრაინულ მხარესთან საქართველოს მთავრობას კარგი ურთიერთობა აქვს.„რაც შეეხება უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობას, ძალიან კარგი, ნაყოფიერი კონტაქტები არსებობს. პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, რამდენიმე დღის წინ საელჩოს დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საელჩოს თანამშრომელი იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211004/wulukiani-saakasvilis-eqstradiciaze-saubari-samartlebrivi-uazrobaa-260197239.html
https://sputnik-georgia.com/20211004/saakasvilis-saqmeze-danasaulis-dafarvis-gamo-kidev-ori-piri-daakaves-260196073.html
https://sputnik-georgia.com/20211003/zelenski-saakasvilis-sesaxeb-260164518.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249997505_10:0:1015:754_1920x0_80_0_0_481a3521a87e8a61f28ef5a6219bb032.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
როდის ხდება პირის ექსტრადირება – ზალკალიანის განმარტება სააკაშვილთან დაკავშირებით
14:54 04.10.2021 (განახლებულია: 10:48 05.10.2021) ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა პირს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე გუშინ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველა ინსტიტუცია, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.
ზალკალიანის განცხადებით კი, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაცაა, იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე, მაგრამ რადგან უკრაინის მოქალაქეობამდე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო, ექს-პრეზიდენტს მსჯავრი და ბრალი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარედგინა.
ზალკალიანის თქმით, დღეს უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი რწმუნებათა სიგელების ასლებს გადასცემს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და, თუ საჭიროება იქნება, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშრებით მხარეები დამატებით ინფორმაციასაც გაცვლიან.
ზალკალიანის განცხადებით, უკრაინულ მხარესთან საქართველოს მთავრობას კარგი ურთიერთობა აქვს.
„რაც შეეხება უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობას, ძალიან კარგი, ნაყოფიერი კონტაქტები არსებობს. პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, რამდენიმე დღის წინ საელჩოს დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საელჩოს თანამშრომელი იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.