https://sputnik-georgia.com/20211004/zalkaliani-saakasvilma-sesazloa-ukrainis-kanonmdeblobac-daarrvia-260183215.html
ზალკალიანი: სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია
ზალკალიანი: სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია
Sputnik საქართველო
უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი ორშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს და ექს-პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით ყველა... 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T02:19+0400
2021-10-04T02:19+0400
2021-10-04T13:47+0400
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241930_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_6d851666435029de0901247819e67c52.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია, როდესაც საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს ჩამოვიდა.„ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც პრეზიდენტ ზელენსკის დღევანდელი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო და მედიისგან შეიტყო სააკაშვილის უკრაინიდან გაუჩინარება. ყველა ჩვენი კომუნიკაცია უკრაინელ პარტნიორებთან მიმყარებს ამის თქმის საფუძველს, მათთვისაც ეს სიურპრიზი იყოს. არ არის გამორიცხული, ჩემი ვარაუდია, ალბათ, გამოძიება გასცემს პასუხს, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ექნება დარღვეული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი 4 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს და ექს-პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით ყველა განმარტებას გააკეთებს.მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველო სააკაშვილის საკითხს უკრაინასთან რაიმე გართულებების გარეშე ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გადაწყვეტს.მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას – საზღვრის უკანონო კვეთის გამო.საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.
https://sputnik-georgia.com/20211004/premieri-planetis-nebismieri-adamiani-rom-camovides-saakasvils-mainc-aravin-gamousvebs-260181425.html
https://sputnik-georgia.com/20211003/raribasvilma-saakasvilis-winaarmdeg-sokismomgvreli-braldeba-gaajrera-260178676.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241930_21:0:1172:863_1920x0_80_0_0_60dbac298932339c005982c4762640b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ზალკალიანი: სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია
02:19 04.10.2021 (განახლებულია: 13:47 04.10.2021) უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი ორშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს და ექს-პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით ყველა განმარტებას გააკეთებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია, როდესაც საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია
„იმედის“ ეთერში.
სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს ჩამოვიდა.
„ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც პრეზიდენტ ზელენსკის დღევანდელი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო და მედიისგან შეიტყო სააკაშვილის უკრაინიდან გაუჩინარება. ყველა ჩვენი კომუნიკაცია უკრაინელ პარტნიორებთან მიმყარებს ამის თქმის საფუძველს, მათთვისაც ეს სიურპრიზი იყოს. არ არის გამორიცხული, ჩემი ვარაუდია, ალბათ, გამოძიება გასცემს პასუხს, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ექნება დარღვეული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში საქართველოს ახალი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი 4 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს და ექს-პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით ყველა განმარტებას გააკეთებს.
ზალკალიანის თქმით, უკრაინის მოქალაქეობის მიღებამდე სააკაშვილი იყოს საქართველოს მოქალაქე, სადაც ოთხ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ძველ ხელმძღვანელობასთან სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე კომუნიკაციას აწარმოებდა. მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა საკითხი სამართლებრივ ჩარჩოში იქნება განხილული.
მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველო სააკაშვილის საკითხს უკრაინასთან რაიმე გართულებების გარეშე ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გადაწყვეტს.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
უახლოეს მომავალში მას წაუყენებენ კიდევ ერთ ბრალდებას – საზღვრის უკანონო კვეთის გამო.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.