https://sputnik-georgia.com/20211004/premieri-planetis-nebismieri-adamiani-rom-camovides-saakasvils-mainc-aravin-gamousvebs-260181425.html
პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს, სააკაშვილს მაინც არავინ გამოუშვებს
პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს, სააკაშვილს მაინც არავინ გამოუშვებს
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სააკაშვილი აუცილებლად მოიხდის სასჯელს და არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაზე არ იქნება. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T00:11+0400
2021-10-04T00:11+0400
2021-10-04T00:11+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411263_0:62:1280:783_1920x0_80_0_0_d64df5f4998d76a2b8ef4b3acdca3efb.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს და მას შემდეგ, რაც სრულად მოიხდის სასჯელს, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს.„სააკაშვილი ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ამასთან, მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში კომფორტული პირობები ექნება.
https://sputnik-georgia.com/20211003/raribasvili-saakasvili-cveulebrivi-avadmyofia-da-mas-swirdeba-mkurnaloba-260179419.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411263_110:0:1246:852_1920x0_80_0_0_27912dbf3252f781b59482990f036bc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს, სააკაშვილს მაინც არავინ გამოუშვებს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სააკაშვილი აუცილებლად მოიხდის სასჯელს და არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაზე არ იქნება.
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მიხეილ სააკაშვილი ნაძალადევის რაიონში პარასკევს საღამოს დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და უკრაინიდან ჩამოვიდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს.
„დღეის მდგომარეობით მას 6 წელი აქვს მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი. რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი არ მოჰყვებოდა მის ამ შემოპარვას?! ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო “, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს და მას შემდეგ, რაც სრულად მოიხდის სასჯელს, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს.
„სააკაშვილი ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ ყოფილ პრეზიდენტს ციხეში კომფორტული პირობები ექნება.