https://sputnik-georgia.com/20211004/wulukiani-saakasvilis-eqstradiciaze-saubari-samartlebrivi-uazrobaa-260197239.html
წულუკიანი: სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი არის სამართლებრივი უაზრობა
წულუკიანი: სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი არის სამართლებრივი უაზრობა
Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურაშიც აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T13:53+0400
2021-10-04T13:53+0400
2021-10-04T18:55+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257703_0:130:1280:850_1920x0_80_0_0_3ae3936e08fc993e26384f4c95133bce.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი არის სამართლებრივი უაზრობა, ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ექსტრადიციის საკითხზე.წულუკიანის განმარტებით, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი მიზანშეწონილობა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი უკრაინაში მოიხადოს.როგორც წულუკიანმა განაცხადა, ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში.სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211004/saakasvili-simsilobas-ganagrzobs-260194609.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257703_149:128:1134:867_1920x0_80_0_0_b6e5ce283d77bd56b545335457bb25f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
წულუკიანი: სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი არის სამართლებრივი უაზრობა
13:53 04.10.2021 (განახლებულია: 18:55 04.10.2021) საქართველოს პროკურატურაშიც აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციაზე საუბარი არის სამართლებრივი უაზრობა, ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ექსტრადიციის საკითხზე.
წულუკიანის განმარტებით, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი მიზანშეწონილობა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი უკრაინაში მოიხადოს.
„სამართლებრივ ტერმინებს ნუ აურევთ. უკრაინაში ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მე არ მგონია, ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, რომ უკრაინაში სააკაშვილი იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი“, – განმარტა მინისტრმა. როგორც წულუკიანმა განაცხადა, ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ქართულ ციხეში.
„ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება, პოლიტიკურად კი მე გაკვირვებული ვარ, რადგან ადამიანი არის ასეთი მოწოდებული, თავი შესწიროს იდეალებს. წესით, მას არ უნდა ჰქონდეს სურვილი – კიევში დაბრუნდეს. ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.