„ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია“ – სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliრუსთავის საპატიმრო
რუსთავის საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
ადვოკატები დაკავებულ სააკაშვილს დღეს პირველად შეხვდნენ.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ დანებდნენ, რადგან პირველ ტურში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა გააცნო, რომელიც ექს-პრეზიდენტთან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.
საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც წაუკითხა.

„ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არათუ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს და არის მედგრად.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
დაკავების შემდეგ სააკაშვილთან ადვოკატები პირველად შევიდნენ
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0