https://sputnik-georgia.com/20211004/irakli-raribasvilma-turqetis-tavdacvis-ministrtan-regionsi-usafrtxoebis-sakitxebi-ganixila-260221900.html
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილა
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილა
Sputnik საქართველო
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მრავალეროვნული ერთობლივი სამხედრო წვრთნების როლზე თავდაცვის მექანიზმების განმტკიცებისა და საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფაში. 04.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-04T23:43+0400
2021-10-04T23:43+0400
2021-10-05T11:03+0400
ახალი ამბები
კავკასია
ნატო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვა
თურქეთი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260219789_0:163:1280:883_1920x0_80_0_0_411fd1a8f5c5efc82b15dfa6592ce8f0.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იყო შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შორის, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.ჰულუსი აკარი საქართველოში მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021-ის ფარგლებში იმყოფება.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში თურქეთის მხრიდან გაწეულმა პრაქტიკულმა დახმარებამ განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში.მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, ყურადღება გამახვილდა მრავალეროვნული ერთობლივი სამხედრო წვრთნების როლზე თავდაცვის მექანიზმების განმტკიცებისა და საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფაში.პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დაცვით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში გადაწყვეტას და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს.ორშაბათს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო.ტრადიციულ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაქირ ჰასანოვს შეხვდა და მასთან სტრატეგიული პარტნიორობა და ერთობლივი პროექტები განიხილა.
https://sputnik-georgia.com/20211004/saqartvelosi-eternity-2021-samxedro-swavleba-daiwyo-260206889.html
https://sputnik-georgia.com/20211004/irakli-raribasvilma-azerbaijanis-tavdacvis-ministrtan-tanamsromlobis-sakitxebi-ganixila-260217595.html
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260219789_138:149:1117:883_1920x0_80_0_0_6a6c8f5754b43d5a7a6397bbe65dcec4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, ნატო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, კავკასია, ნატო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს თავდაცვა, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილა
23:43 04.10.2021 (განახლებულია: 11:03 05.10.2021) მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მრავალეროვნული ერთობლივი სამხედრო წვრთნების როლზე თავდაცვის მექანიზმების განმტკიცებისა და საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფაში.
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იყო შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შორის, იუწყება საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაცია. ჰულუსი აკარი საქართველოში მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021-ის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში თურქეთის მხრიდან გაწეულმა პრაქტიკულმა დახმარებამ განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში.
მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, ყურადღება გამახვილდა მრავალეროვნული ერთობლივი სამხედრო წვრთნების როლზე თავდაცვის მექანიზმების განმტკიცებისა და საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფაში.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დაცვით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში გადაწყვეტას და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს.
ორშაბათს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო.
ტრადიციულ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაქირ ჰასანოვს შეხვდა და მასთან სტრატეგიული პარტნიორობა და ერთობლივი პროექტები განიხილა.