მიმოხილვა: რით განსხვავდება 2021 წლის ქართული არმია 2008 წლისგან

© Ministry of Defence of Georgiaქართული ჯარი
ქართული ჯარი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
კოლექტიური დასავლეთი ქართულ ჯარს სამხედრო კონფლიქტებისთვის ამზადებს და უბიძგებს უახლოეს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, რაც თვითმკვლელობის გზაა, დარწმუნებულია რუსი სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო.
საქართველოს მართვის გარე ბერკეტები ქართველი ხალხის სასიკეთოდ არ მუშაობს. დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ისტორია და მნიშვნელოვანი დანაკარგები ადასტურებს ქვეყნის ხელმძღვანელობის პროდასავლური კურსისა და ნატოსკენ სწრაფვის ზიანს ეროვნული ინტერესებისთვის.
ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, ესპანეთის, იტალიის დროშებით მცურავი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხუთი ნაღმსაწინააღმდეგო გემი სამშაბათს შევიდა ბათუმის პორტში, რომლებიც თბილად მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სამსახურმა რამაზ პაპიძის ხელმძღვანელობით. თითქოს ასეთი ვიზიტები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოს კურსის მხარდაჭერის ნათელი მაგალითია და შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავები „სტარი სოკოლი“ და „ველიკი ნოვ გოროდი“ ყოველი შემთხვევისთვისჩაერთვნენ რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში და 28 სექტემბერს იმიტირებული სარაკეტო დარტყმა შეიმუშავეს პირობითი მოწინააღმდეგის ხომალდებზე.
ნატოს სამხედრო წვრთნა Agile Spirit საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
საქართველო უმასპინძლებს სამხედრო წვრთნას Еternity-2021
ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების ჯგუფის (SNMCMG2) ვიზიტის ფარგლებში დაანონსდა შავ ზღვაზე ერთობლივი წვრთნები — საქართველოს სანაპირო დაცვის გემების მონაწილეობით, რომლის მიზანიც „ოპერატიული თავსებადობის ამაღლებაა“. თუმცა ბათუმის მიმდებარე საზღვაო აკვატორიის დანაღმვას არავინ გეგმავს. თანაც საქართველოს არ ჰყავს დამნაღმველი ხომალდები თანაბარი ურთიერთქმედებისათვის, ხოლო ალიანსის ხუთ სუსტად შეიარაღებულ ნაღმსაწინააღმდეგო გემს ობიექტურად არ აქვს რომელიმე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის უნარი. მათი დანიშნულება — ეს ფარვატერის დანაღმვაა უფრო ძლიერი საბრძოლო ერთეულების წინააღმდეგ. უფრო რეალისტურია ის, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის სააბორდაჟე ქვედანაყოფმა მხოლოდ ნატოს მეორე დონის (NEL-2) სერტიფიკატის მისაღებად ტესტები ჩააბაროს.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში დაადასტურა ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ: „ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ არ მივაღწევთ ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას“.
ამასთანღარიბაშვილმა რუსეთი დაადანაშაულა ამ სწრაფვისთვის ხელის შეშლაში და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას მიმართა მოწოდები, ერთად განსაზღვრონ საერთო მომავალი. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ აფხაზებისა და ოსების თანაცხოვრება ქართველებთან ერტად უალტერნატივო იყოს.
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
საბრძოლო სულისკვეთებისთვის – თავდაცვის მინისტრი სამხედროებთან ერთად პარაშუტით გადახტა

აბორდაჟზე

თუმცა, თუ მომხდარის მიხედვით ვიმსჯელებთ , თბილისი ფსონს მოლაპარაკებების პროცესზე არ დებს — ნატოს მანევრებში, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, მრავალეროვნული ჯარების სამშვიდობო ოპერაციები ჭარბობს ამბოხებული ტერიტორიების საჰაერო სადესანტო ძალებითა და სროლებით „რეინტეგრაციის“ მიზნით. ერთ-ერთი სწავლება — Rapid Trident 2021 უკრაინაში 1 ოქტომბერს მთავრდება. მანამდე Agile Spirit 2021-ის ანალოგიური მანევრები ჩატარდა ქართულ მიწაზეც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეზობლები ამ „კეთილი ნების სერიალში“ მშვიდობიანი თანაარსებობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სურვილს ხედავდნენ.
მეორე მხრივ, ნატოსთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა —ეს მოსახერხებელი დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში შავ ზღვაზე გასასვლელით. სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს ვაშინგტონი და ბრიუსელი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეინტეგრაციის ქართულ პროექტს, „სახლდებიან“ ქართულ მიწაზე და შეიარაღებაში ეხმარებიან.
სუ 25–ის საცდელი ფრენა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
წლის ბოლომდე საქართველოს ექვსი მოდერნიზებული „სუ-25“ ეყოლება
მიიჩნევა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ორი მესამედი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატოს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში რამდენიმე ათეული ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რამაც საქართველოს „რეგიონის ყველაზე პროდასავლური და პროამერიკული ქვეყნის“ რეპუტაცია შეუქმნა. ალიანსის ბრიუსელის სამიტმა 2021 წლის ივნისში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში შეძლებენ გახდნენ ნატოს წევრები, თუმცა ვადებისა და კრიტერიუმები არ დაზუსტებულა. არაოფიციალურად თბილისსა და კიევს მიანიშნეს, რომ სტატუსის შეცვლა 2030 წლის შემდეგაა შესაძლებელია. პარალელურად საქართველოს აუხსნეს, რომ ევროკავშირში შესვლაზე თანხმობას 2024 წლამდე არ უნდა ელოდოს.

უცხო სტანდარტებით

სამხედრო სიძლიერის კუთხით Global Firepower-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 92-ე ადგილზეა. ეროვნულ ოცათასიან არმიას შეიარაღებაში დაახლოებით 20 მოიერიშე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 160-ზე მეტი ტანკი, 580 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 156 სააარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 50 ერთეული ჰყავს (პლუს შსს-ის კუთვნილი ცხრა საპატრულო კატარღა). 3,9 მილიონიანი მოსახლეობისა და მისი ტერიტორიის გათვალისწინებით, საქართველოს ზემილიტარიზებული ქვეყანაა, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 300 მლნ დოლარია. შედარებისთვის: 6,6 მილიონიანი და 199,9 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ყირგიზეთის სამხედრო ბიუჯეტი 20 მლნ დოლარია. თანაც, ავღანეთის გათვალისწინებით, მას უფრო დიდი საფრთხე აქვს რეგიონში.
ევაკუაცია ავღანეთიდან საქართველოში: ნატოს სამხედრო თვითმფრინავები თბილისშია - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
ევაკუაცია ავღანეთიდან საქართველოში: ნატოს სამხედრო თვითმფრინავები თბილისშია
ქართული არმიის გადაიარაღება კიდევ უფრო ძლიერდება. უცხოური დახმარებებით ფორმირდება ნატოს სტანდარტების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა — 82,82 მლნ ევროდ ღირებული.
გამოიყენება ყველა შესაძლებლობა და რეზერვი. აღდგება და მოდერნიზდება საბჭოთა მემკვიდრეობის ნაშთებიც კი — მოიერიშე Су-25-ები.
მალე თბილისი ვაშინგტონისგან 30 მილიონად ღირებულ გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Javelin-ის (FGM-148) მეორე პარტიას მიიღებს — ეს 46 გამშვები მექანიზმი და 82 რაკეტაა. პირველი პარტია, რომელიც 70-ზე მეტ გამშვებ დანადგარსა და 400 თვითდამმიზნებელ რაკეტას მოიცავდა, საქართველომ 2018-ში მიიღო. სისტემა Javelin-ის დანიშნულება — ეს მძიმე ჯავშანტექნიკის, დაცული სახმელეთო ობიექტებისა (ბუნკერებისა და ბლინდაჟების) და ასევე ჰაერში საშუალო სიჩქარით მოძრავი ობიექტების (დრონები, ვერტმფრენები) განადგურებაა. კომბინირებული სამიზნე ოპტიკითა და ოთხჯერადი გადიდებითაა აღჭურვილი, რაც ღამითა და ცუდი ხედვის პირობებში ბრზოლის წარმოების საშუალებას იძლევა. უცნობია, როდის და ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო თითქ მის ათასხუთასი რაკეტა Javelin-ის გამოყენებას. მთავარი ინტრიგა კი ისაა, თუ ვინ და სად მიირებს ამ გადაწყვეტილებას.
საქართველოს წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
საქართველოს წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ – ვიდეო
თანამედროვე შეიარაღება საიმედო ინსტრუმენტია ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად, თუ სახელმწიფო არ ცვლის სუვერენიტეტს იარაღზე და უცხოეთის ჯარებს საკუთარ მიწაზე დომინირების ნებას არ აძლევს, რაც საფრთხეს უქმნის მეზობელ ქვეყნებს. ქართული არმიის პოტენციალის გაზრდით, შეერთებული შტატები და ნატო მიზანმიმართულად ცდილობენ, არაპირდაპირი ომი დაიწყონ რუსეთთან ქართველების ხელით.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ კოლექტიური დასავლეთის „ძალის პოზიციამ“ და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო საფრთხეების შერწყმამ შეიძლება მოსკოვს მტკიცე და ხისტი გადაწყვეტილებების მიღება აიძულოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0